ახლობლები ჩივიან, რომ პოლიციამ გამშველებლები დააკავა. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.
დაზარალებული ამავე კორპუსში მცხოვრები პოლიციელი ზაზა კოპაძეა. ისი ამბობს, რომ ერთ-ერთ პიროვნებამ, რომელიც კორპუსში ქირით ცხოვრობს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკური.
,,დომინოს ვთამაშობდით ეზოში მეზობლები. მივიდა ეს ბიჭი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. განიმუხტა სიტუაცია და მერე ბიჭებით მოვიდა. როგორც პოლიციელს ისე გამისწორდა. მეც და მთელს მეზობლებს მოგვაყენა შეურაცხყოფა. არ ვიცი, ვინ არის, აქ ქირით ცხოვრობს" - გვითხრა ზაზა კოპაძემ.

ფოტოზე: ამავე კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა ითხოვს დაკავებას, რადგან ამბობს, რომ მისი მეგობარი უკანონოდ დააკავეს
პოლიციის გამოძახების შემდეგ, სამართალდამცველებსა და ეზოში მყოფ ახალგაზრდებს შორის შეხლაშემოხლა დაიწყო. ,,ახალგაზრდები არ აძლევდნენ პოლიციას იმის საშუალებას, რომ პიროვნება დაეკავებინათ" - ამბობს ზაზა კოპაძე. ,,ვინც დააკავეს, ეგენი ჩემთან არაფერ შუაში არიან, მაგათ ჩემთვის არ დაურტყამთ." - განმარტა ზაზა კოპაძემ.
თავდაპირველად, ერთი ახალგაზრდა დააკავეს. დედამ გვითხრა, რომ სრულიად უდანაშაულოა მისი შვილი ამ საქმეში. ,,რატომ დააკავეს ჩემი შვილი? იმიტომ, რომ აშველებდა. პოლიციელს უთხრა, რატომ მაკავებო და ისეთი შემოსცხო, არც კი ვიცი, როგორ არის ჩემი შვილი" - გვითხრა დედამ.
დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, ეზოში ამავე კორპუსში მცხოვრები მეორე ახალგაზრდა მოვიდა - ,,როგორც საბიაშვილი დააკავეთ უკანონოდ, მაშინ მეც დამაკავეთ" - უთხრა პოლიციელს ახალგაზრდამ. პოლიციამ ისიც სამმართველოში გადაიყვანა.
რაც შეეხება იმ პიროვნება, ვინც ამ კორპუსში ქირით ცხოვრობს და, ზაზა კოპაძის თქმით, მთავარი მონაწილეა საქმეში, პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები