
ქარელის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრი გაიხსნა. ოფისი ქალაქ ქარელთან ახლოს, ბებნისის ტერიტორიული თემის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა.
დღის ცენტრი ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ გახსნა, რომელიც წლებია გორში შშმ პირებს ემსახურება. ქარელში მდებარე ოფისი ,,ადრა საქართველოსა’’ და პოლონეთის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
ამჟამად, ქარელის ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“ 15 შშმ პირი ირიცხება, თუმცა ცენტრის ხელძღვანელის, თინა ბრეგვაძის თქმით, ვინაიდან დღის ცენტრს ახლა უკვე დიდი ფართი აქვს, ბენეფიციარების რიცხვი 30-მდე გაიზრდება.
,,ბავშვები რაიონის 11 სოფლიდან მოგვყავს. ამ ბავშვებს მანქანა ემსახურება. გვყავს პედაგოგები, რომლებიც ასწავლიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას აჩვევენ. ამის შემდეგ, ვინაიდან ფართი უკვე დიდი გვაქვს, ჩვენ 30 ბენეფიციარი გვეყოლება და უკეთესად შევძლებთ ყველაფერს’’ - ამბობს თინა ბრეგვაძე.
პუბლიკაცია წარმოადგენს მხოლოდ მისი ავტორის აზრს და არ გამოხატავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები