დღეს, გორის სასამართლოში კიდევ 2 მოქალაქე შეარჩიეს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის მიმართ განხორციელებული წამებისა და არადაამიანური მოპყრობის ფაქტზე, ნაფიცი მსაჯული იქნება.
ამ ეტაპზე 14 კანდიდატინ 10 კანდიდატია შერჩეული. პროკურორმა ია მეფარიშვილმა, დაცვის მხარემ და მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ახალი კანდიდატის შერჩევის დროს კანდიდატების გასაუბრების შედეგები დეტალურად განიხილეს.
დღეს სულ 8 კანდიდატი იყო დაბარებული. აქედან 3-მა თვითაცილებით უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. უარის შესახებ მათი დასაბუთება მოსამართლისთვის მისაღები აღმოჩნდა. რაც შეეხება დარჩენილ 5 მოქალაქეს, იქიდან 3 კანდიდატი დაიწუნეს.
შერჩევის დროს კანდიდატებს კითხვები მოსამართლემ, პროკურორმა და თემურ მანველიშვილის ადვოკატმა დაუსვეს. პირველმა კანდიდატმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს, უმრავლესობის აზრს გაითვალისწინებს. მეორე კანდიდატის თქმით, ის იგივენაირად მოიქცეოდა, როგორც მოიქცა თემურ მანველიშვილი. მესამე კანდიდატს კი, ორაზროვანი პასუხები დაუწუნეს.
ცნობისთვის, გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ვედრო ჩამოამხო. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად 16 იანვარს სცნეს.
მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი ბრალი 9 თებერვალს წაუყენა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.
მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით წაუყენეს, რომელიც ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. მუხლის ფორმულირება ასეთია - "პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს."
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები