პროექტი შიდა ქართლის მასშტაბით ხორციელდებოდა და მასში მონაწილეობა საჯარო სკოლებს შეეძლოთ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართულ-ოსურ ტრადიციებზე იმუშავა გიორგი ჯინიყაშვილმა, რომელიც კასპის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. გიორგის თქმით, მისი მიზანი ქართულ-ოსური ტრადიციების პოპულარიზაცია იყო.
,,ქართულ-ოსური ტრადიციების შესახებ პირველ რიგში გამოკითხვა ჩავატარეთ. ნიგოზას, ქარელისა და კასპის თემებში სულ 300 კაცი გამოიკითხა და მათმა უმრავლესობამ საერთოდ არაფერი არ იცოდა ქართულ-ოსური ტრადიციების შესახებ. შემდეგ ჩვენ პროექტი გავაკეთეთ, სადაც ქართულ-ოსური ტრადიციული ტანისამოსი წარმოვადგინეთ, როგორც ძველად ეცვათ. ასევე, ძველი ქართული და ოსური ცეკვები და სამზარეულო’’ - ამბობს გიორგი ჯინიყაშვილი.
,,პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება და განსაკუთრებით ჩვენი მიზნობრივი სოფლები იყო ის სოფლები, სადაც ქართულ-ოსური შერეული ოჯახები ან უფრო მეტად ოსური ოჯახები ცხოვრობენ’’ - აღნიშნა საზოგადოება ,,ბილიკის’’ ხელმძღვანელმა - მარიკა მღებრიშვილმა.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელიც. ნინო ბერიანიძის თქმით, გორის მუნიციპალიტეტისა და ,,ბილიკის’’ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
,,განათლების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჩვენ უამრავ საინტერესო პროექტს ვანხორციელებთ და დღევანდელი პროექტიც ამის თვალსაჩინო მაგალითია’’ - განაცხადა ნინო ბერიანიძემ.
პროექტი - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ განხორციელდა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მხარდაჭერით და მისი მიზანი იყო შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური შერეული ოჯახების ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა და ეფექტური მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები