„ავსტრალიის, საქართველოსა და აშშ–ს სამართალდამცავმა და პროკურატურის ორგანოებმა, ევროპოლის მხარდაჭერით, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ჩართული იყო ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადებასა და გავრცელებაში.
ბოლო თვის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი, მათ შორის, იმ ფოტოგრაფიული სტუდიის მეპატრონეები და თანამშრომლები, სადაც ხდებოდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადება. დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის იყვნენ ასევე აშშ–სა და ავსტრალიის მოქალაქეები. ქართველ თანამზრახველთა დახმარებით, ისინი ახდენდნენ საქართველოში, კერძოდ თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი გამოსახულებების დამზადებას. ბავშვებზე ძალადობის შემცველი, დამზადებული მასალების შემდგომი გავრცელება ხდებოდა ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა მოახდინა 8–14 წლის ასაკის 10–მდე გოგონას იდენტიფიცირება, რომლებიც არიან ამ ქსელის მსხვერპლები. გოგონათა ნაწილის მსხვერპლად ქცევა განხორციელდა მათი მშობლების თანხმობით, 500–დან 3000 ლარამდე (დაახლოებით 150–დან 900 ევრომდე) თანხის სანაცვლოდ.
საქართველოს პოლიციამ, ევროპოლის მხარდაჭერით, განახორციელა ჩხრეკა უკანონო ფოტოსალონებში და ამოიღო კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც შეიცავდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამოსახულებებსა და ვიდეოებს.
ამოღებულ იქნა ასევე ძვირფასი კამერები, განათებისა და კომპიუტერული აღჭურვილობა. ევროპოლმა აღნიშნულ გამოძიებას დახმარება აღმოუჩინა ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლის გაადვილების, ოპერატიულ–ანალიტიკური და ოპერატიულ–სამძებრო მხარდაჭერისა და ოპერატიული ღონისძიებების ადგილზე მხარდაჭერის მიზნით ორი ექსპერტის მივლენის გზით.“
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები