რედაქტორის რჩევით
კალენდარი
პატრულის თანამშრომელი მე-5 დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მე-5 დღეა მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ღუდუშაურის სახელობის კლინიდამ აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი ტაბატაძის მდგომარეობა უცვლელია და სტაბილურად მძიმეა. პატრულის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გიორგი ტაბატაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმ მანქანაში იჯდა, რომელსაც ტრაილერი უკანა მხრიდან დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 19 აგვისტოს აგარასთან მოხდა. დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი გიორგი ხაჩიძე და გიორგი ტაბატაძე. გიორგი ხაჩიძე სამედიცინო დაწესებულებიდან იმ დღესვე გაწერეს, ხოლო გიორგი ტაბატაძე დღემდე ღუდუშაურის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად მძიმე. პაციენტი ჩვენთან ქარელის საავადმყოფოდან 19 აგვისტოს გადმოიყვანეს, მას შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არაფერი შეცვლილა, მდგომარეობა არ დამძიმებულა“- განუცხადებს Qartli.ge-ს ღუდუშაურის კლინიკის ადმინისტრაციიდან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წლის ივნისში დაიწყო. უნდა
დასრულებულიყო 15 თვეში - 2024 წლის ოქტომბერში.
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წლის ივნისში დაიწყო. უნდა დასრულებულიყო 15 თვეში - 2024 წლის ოქტომბერში.
21:09 / 25.06.2026
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის
სტადიონზე ითამაშებენ.

გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.

20:48 / 25.06.2026
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის
გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი
მოაწერეს.

ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.

20:13 / 25.06.2026
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30
გორისციხისთვის.

“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.

19:55 / 25.06.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება,
რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება

00:00 / 25.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.