მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. ხმალაძეს მინისტრისთვის ხაშურში „ევექსის“ კლინიკის ექიმების საქმიანობის შესახებ უნდა მოეყოლა.
„ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მოქალაქეთა მიღება არ აქვს. რაც შეეხება თქვენს მიერ განცხადებაში აღნიშნულ საკითხს, უკმაყოფილებას - კლინიკის მხრიდან განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია ინფორმაცია წარადგინოთ სამედიცინო საქმიანობის სახეკმწიფო რეგულაციების სააგენტოში, სადაც კომპეტენციისა და კანონის შესაბამისად მოხდება განცხადების შესწავლა და უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში“- წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბაჩო ხმალაძისთვის გაგზავნილ წერილში.
მოქალაქე Qartli.ge-სთან აცხადებს რომ მის ძმას ხაშურის „ევექსის“ კლინიკაში მცდარი დიაგნოზი დაუსვევს და მინისტრისგან რეაგირებას ითხოვდა.
ხმალაძე აცხადებს, რომ 20 აგვისტოს ხაშურელმა მედიკოსებმა მის 25 წლის ძმას არასწორი დიაგნოზი (რადიკულიტი) დაუსვეს, თბილისელმა ექიმებმა კი მას ტვინში გაჟონვა დაუდგინეს. სწორედ ექიმების საქმიანობის შესწავლის მიზნით ითხოვს ხმალაძე მინისტრთან შეხვედრას.
„20 აგვისტოს ჩემი ძმა გაითიშა, სასწრაფო გამოვიძახეთ და ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმმა თქვა, რომ რადიკულიტი გათიშავდაო. თავს რომ წევდა, ითიშებოდა. სისხლის ანალიზი აუღეს, ანალიზისთვის აღებული სისხლი დაკარგეს. 5 საათი იწვა საავადმყოფოში. წელზე უნდა გადაეღოთ, მაგრამ აპარატურა არ ჰქონდათ. მერე თქვეს, რომ აპარატით გადაგვეღო თავი და წელი. ხერხემალზე მალების დაშორება დაუდგინეს. 2-3 დღე იწვეს სახლში და გამოჯანმრთელდებაო, ეგრე გვითხრეს. საავადმყოფოდან გაწერა დააპირეს, ფეხზე წამოდგა თუ არა, ისევ გაითიშა. რეანომობილსაც არ იძახებდნენ რომ თბილისში გადაგვეყვანა. ამას დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც ექიმებმა საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენი სახსრებით ჩემი ძმა რეანომობილით დედაქალაქში გადავიყვანეს. რკინიგზის ჰოსპიტალში მივიყვანეთ. სამედიცინო კვლევების შემდეგ, ჩემ ძმას თავში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა. ხაშურელი ექიმების უცოდინარობა ჩვენ 5 000 ლარამდე დაგვიჯდა. როდესაც ჩამოვედი და თბილისელი ექიმების დიაგნოზი ვაჩვენე, პასუხი არაფერი უთქვამთ. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და ვითარებაში გარკვევა ვთხოვე, მითხრეს დაგიკავშირდებოთი, მაგრამ არავინ დამკავშირებია,“- აცხადებს ბაჩო ხმალაძე.
პროტესტის ნიშნად ბაჩო ხმალაძემ 21 აგვისტოს ხაშურის „ევექსის“ კლინიკის კედლებსა და შესასვლელთან შემდეგი სახის წარწერები გააკეთა: „ნუ შეხვალ მოკვდები“ , „სასაკლაო“. ამის გამო საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ხმალაძეს უჩივლა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მის დასჯას ითხოვდა. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ სასამართლოში უჩივლა. ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბაჩო ხმალაძეს გაფრთხილება მისცა. სასამართლო სხდომა 23 სექტემბერს გაიმართა.
,,ევექსის" ადმინისტრაციის ცნობით, მათთვის უცნობია, თუკი თბილისის სხვა სასამართლომ სხვა დიაგნოზი დასვა და არ ეთანხმებიან ბრალდებას. ,,როცა გავეცნობით იმ დასკვნას, მაშინ გავაკეთებთ კომენტარს" - გვითხრეს ,,ევექსში"
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები