საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. ყოველწლიური კონკურსი პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ტარდება.
ირმა კურტანიძის სწავლების მეთოდები
ირმა კურტანიძე გორის ორ სკოლაში: მე-9 და მე-11 საჯარო სკოლებში ასწავლის. მას უფროსკლასელებში ჩატარებული აქვს კვლევა, რომელიც რუსული ენის სწავლების დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენას ეხება. ირმა კურტანიძემ გამოკითხა მოსწავლეები მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით.
კვლევის შედეგად დაადგინა, რომ რუსულ ენის სწავლების პროცესში პრობლემურია: რთული სასწავლო პროგრამა; სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარე; ზედმეტი სიმკაცრე ან პირიქით ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულება მასწავლებელთა მხრიდან; ყურადღების შემცირება მშობელთა მხრიდან (არასისტემატიური გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლა); რესურსების არარსებობა; მოსწავლეთა მრავალრიცხოვნობა კლასში.
კვლევის პროცესში პედაგოგმა მიაგნო, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებში მაღალია შემეცნებითი აქტიურობა; მოსწავლის წარმატებაზე გავლენას ახდენს შინაგანი მოტივაცია. მოსწავლეებში შეინიშნება ძალისხმევის სტიმულირების დადებითი გავლენა; პოზიტიური დამოკიდებულება, პიროვნული პატივისცემა. საჭიროა შეფასების წესების შექმნაში მოსწავლეთა ჩართულობა; მნიშვნელოვანია ასევე თავისუფალი სტილის გაკვეთილები (თამაშით სწავლება, პროექტებით სწავლება, ისტ-ის გამოყენება).
,,მოსწაცვლეებთან მუშაობის სხვადასხვა ფორმებისა და მეთოდების გარდა, საკმაოდ ეფექტიანია ეგრედწოდებული არტ-ტექნოლოგების გამოყენება. ტრადიცული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილებთან შედარებით, ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, მუსიკის, თეატრალური სცენების, ზრაპრების და მულტფილმების გამოყენება, საკმაოდ შედეგიანია. მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება იძლევა ცოდნის ინტეგრაციის არაფორმალურად რეალიზების, მოსწავლეთა განტვირთვის და სასწავლო პროცესის გაცოცხლების და გამდიდრების შესაძლებლობას." - აღნიშნავს კვლევაში ირმა კურტანიძე.
რატომაა დაბალი აქტივობა რუსულ ენაში
ირმა კურტანიძის შეფასებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში რუსული ენის შესწავლის დაბალი მოტივაციით გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:
რუსული ენის გაკვეთილები არ გამოირჩევა მეთოდური და აქტივობების მრავალფეროვნებით; ძირითადი პრობლემა მდგომარეობს საგნობრივი პროგრამების და სახელმძღვანელოების სირთულეში, ნაკლებად გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და ინდივიდუალური ინტერესები; დავალებები რთულია და გაუგებარი. მოსწავლეებს აინტერესებთ ისეთი დავალებები, რომელიც მარტივია აღსაქმელად და შესასრულებლად და მათ თანამედროვე გარესამყაროსთან აკავშირებთ; ჩართულობა დაბალი ხარისხისაა იმის გამო, რომ ბავშვები ვერ ხვდებიან, რატომ უნდა ისწავლონ ის, რასაც თვლიან, რომ აღარაა აქტუალური.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები