დღეს, გორში, ველომოყვარულეთა კლუბის წევრებმა მორიგი
მსვლელობა მოაწყეს. კლუბის წევრების მოთხვნაა, ქალაქში ველობილიკები
მოეწყოს.აქციას შიდა ქართლის გუბერნატორი შეუერთდა. ამბობს, რომ მონაწილეობა საკუთარი ველოსიპედით მიიღო.
ველომოყვარულთა კლუბის წარმომადგენელი, ლადო მიხანაშვილი აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, ასეთმა აქციებმა, პერმანენტული ხასიათი მიიღო. მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე კი, ყურადღებას მძღლების მიმართ ამახვილებს:
,,მინდა მივმართო მძღოლებს, რომ პატივი სცენ ველოსიპედით მოსარგებლეებს. არის შემთხვევები, როცა მძღოლები ველოსიპედით მოსარგებლეებს გზას უთმობენ, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. შეხედეთ, რამდენი ადამიანი გამოსული. აი, ეს უკვე ყველაფრის მთქმელია" - გვითხრა მერაბ ჭანკოტაძემ.
შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ერთ წელიწადში, გორში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ველობილიკი იქნება მოწყობილი.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები