ჯერ-ჯერობით, გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლის, ანალაიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხდებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს:
,,სტანდარტული საგუშაგო ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი გააგრძელებს ფუნქციონირებას, ის ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, ჩვეულებრივ საპოლიციო სტანდატული აღჭურვილობა აქვს" - აცხადებს ირაკლი ანთაძე.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვიდრე ჩორჩანა-წნელისს შორის არსებულ საგუშაგოს საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს, მანამდე, სხვა საკითხებზე საუბარი არ იქნება. მათ შორის, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არებულ სიტუაციაზე. ორ კვირაზე მეტია, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩაკეტა ახალგორის საგუშაგო და საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლა შეუზღუდა.
,,კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, ეს იქნება სამედიცინო მომახურება თუ სხვა რამ, მიუღებელია, რომ იყოს ვაჭრობის საგანი, არ დავუშვებთ, რომ ამით შეეცადოს ვინმე ზეგავლენა მოახდინოს პროცესებზე" - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები