რესურსცენტრის ხელმძღვანელს ვაცნობეთ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, მე-11 კლასელებს საგზაო წესებისა და უსაფრთხოების საგანს ასწავლის პედაგოგი, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს.
რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნული ინფორმაცია საკითხის გარკვევის შემდეგ დაგვიდასტურა და განმარტა, რომ სკოლის დირექტორმა მანამდე შესაბამისი სპეციალისტები მოიძია, თუმცა ხურვალეთის სკოლაში მუშაობის დაწყება არავინ ისურვა:
,,დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სკოლის არც სხვა მასწავლებლებს გამოუთქვამთ სურვილი, რომ ეს საგანი ესწავლებინათ. ვგულისხმობ იმ პედაგოგებს, რომლებსაც მართვის მოწმობა აქვთ. მართალია, კანონი არ ავალდებულებს დირექტორს მიიწვიოს მხოლოდ მართვის მოწმობის მქონე პედაგოგი, თუმცა ჩემი აზრით, დღეს, დირექტორი სწორად მოიქცა, რაკი უარი თქვა საათებზე" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.
ხურვალეთის საჯარო სკოლაში საგზაო წესებისა და უსაფრთხოების საგანს, დღემდე, სკოლის დირექტორი ასწავლიდა.
რაც შეეხება სხვა სკოლებს, qartli.ge დაინტერესდა რამდენიმეს სკოლით.
ერგნეთის საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ სპეციალისტი ტირძნისის სკოლიდან მიიწვიეს, ტყვიავის და მერეთის საჯარო სკოლებში საგანი სხვა პედაგოგებს აქვთ შეთავსებული. სკრის საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგი ასწავლის, ხიდისთავის სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მათი პედაგოგის წყალობით გასულ წელს მართვის მოწმობის გამოცდა ყველა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა:
,,ეს ჩვენი პედაგოგის დამსახურებაა, რომელიც თავად მართავს მანქანას არჩვეულებრივად" - გვითხრა პედაგოგმა. სკრის სკოლის გარდა, ზემოთჩამოთვლილ სკოლებში საგზაო წესებისა და უსაფრთხოების საგანს ქალბატონები ასწავლიან.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები