საინიციატივო ჯგუფის ინიციატორი სოფო ქურთაულია, რომელმაც მოძრაობის შესახებ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
,,ცემენტის, კირქვის და კიდევ რა არის, არ ვიცი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნების და კასპში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ვაცნობოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, გარემოს დაცვით ორგანიზაციებს. იქნებ გვერდით დაგვიდგნენ. თუ არადა დავიხოცებით. უკვე რამდენიმე თვე გავიდა კასპის მუნიციპალიტეტს მივწერე პეტიცია ქუჩების მორწყვაზე, ტრაილერების გადაადგილების რეგულირებაზე (ზოგს ისე გადააქვს მასალა, დახურულიც კი არ არის და იყრება მტვერი და უბედურება) და გარემოს დაცვის კუთხით თავისი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ უპასუხოდ დატოვეს. გავუგზავნი წერილს და შევახსენებ, რა გააკეთეს ან რას გააკეთებენ! მაგრამ ეს საკმარისი არ არის." - აღნიშნულია განცხადებაში.
სოფიო ქურთაული კასპელებს მიმართავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების სახელზე მომზადებულ ერთობლივ კოექტიურ განცხადებაზე ხელი მოაწერონ.
,, ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება და ვიმოქმედოთ." - აღნიშნავს სოფიო ქურთაული.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები