სად შეიძლება შეიძინოთ სკუტერი?
როცა სკუტერის ყიდვა დღის წესრიგში დგას, აი, მაშინ იწყება ფიქრი, სად შეიძლება მისი შეძენა. ინტერნეტში ინფორმაცია უკვე მოძიებული და კარგად დამუშავებულია. ამის შემდეგ ფიზიკური მაღაზიების შემოვლა ხდება, რისთვისაც სხვადასხვა ქალაქში ჩასვლაც არ წარმოადგენს პრობლემასა თუ დაბრკოლებას. ამასთან, ონლაინ მაღაზიების აქტიური სტუმარი ხდები და ხვდები, რომ აქ უფრო მრავალფეროვანი არჩევანია, შენი მოლოდინები და სურვილები უფრო დაკმაყოფილებული, ხოლო ფასი ხელმისაწვდომი. საქართველო იმ ქვეყნების რიგებს მიეკუთვნება, სადაც ონლაინ მაღაზიების რაოდენობა დღითიდღე მატულობს და ვირტუალური თაროები ათასგვარი პროდუქტით ივსება. ასე რომ, რისი ყიდვაც რამდენიმე წლის წინ უტოპიად გეჩვენებოდა, ახლა ეს ინტერნეტ მაღაზიები ზრუნავენ დედამიწის სხვადასხვა წერტილში წარმოებული და შექმნილი ნივთი რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გქონდეს.
რატომ უნდა შეიძინოთ საბავშვო სკუტერები “ლილოშოპზე?“
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რომ „ლილო მოლია“, ეს უდავოა. ათასგვარი ნივთისა თუ ჭანჭიკის ყიდვაა იქ შესაძლებელი. სწორედ ამ სავაჭრო ცენტრის ონლაინ მაღაზიაა Liloshop, რომელიც უამრავ პროდუქტთან ერთად საკუთარ მომხმარებელს, როგორც მოზარდებისთვის განკუთვნილ, ასევე საბავშვო სკუტერებს სთავაზობს. არჩევანი დიდია, ელექტრო სკუტერების ფიზიკური მახასიათებლები კი ყველა ტიპის მოთხოვნას აკმაყოფილებს: აკუმულატორის სრულად დამუხტვის შედეგად, რომელსაც დაახლოებით 6-7 სთ სჭირდება, სკუტერს შეუძლია დაფაროს 40 კმ მანძილი. მასალად დარეზინებული პლასტიკი და ალუმინია გამოყენებული. ფერთა გამაც მრავალფეროვანია. ამასთან, აქ ბავშვისთვისაც შეარჩევთ სასურველ სკუტერს, სქესის განურჩევლად. სამბორბლიანი, ფერადი, თვითგორია თუ აკუმულატორზე მომუშავე სკუტერები, ვირტუალური თაროებზე შემოსკუპებულნი, ელიან თავიანთ პატრონებს, გოგო-ბიჭებს. „ლილოშოპში“ ნივთის შერჩევა და გამოწერა მარტივია, ამასთან, გადახდის რამდენიმე სახეობაა, რომელსაც სურვილის მიხედვით ირჩევ, ხოლო შემდეგ ნივთს სახლში ელოდები. მას კურიერი მოგაწდის მითითებულ მისამართზე.
ხარისხი და ფასი
მნიშვნელოვანია, როცა სკუტერის შეძენას გადაწყვეტ, გაითვალისწინო, რომ ხარისხი და ფასი თანხვედრაში იყოს. კარგად უნდა დაფიქრდე, ათეულობით ფიზიკური და ონლაინ მაღაზია შემოიარო, შეადარო ერთმანეთს და ამის შემდეგ ჩამოყალიბდე, სად შეიძინო იგი. როცა ყიდვის შემდეგ აღმოაჩენ, უკეთესი ხარისხისა და მახასიათებლების სკუტერი სხვაგან უფრო რეალურ ფასად იყო, იმედგაცრუება შეგიპყრობს და შენაძენი ისეთ სიხარულს აღარ მოგგვრის, როგორსაც ელოდი. კარგი ელექტრო სკუტერების ფასი 4-ნიშნა რიცხვიდან იწყება და იზრდება მისი შემადგენელი ნაწილების ხარისხის მიხედვით. საბავშვო სკუტერების ფასი 3-ნიშნა რიცხვია, გააჩნია ელექტრონული გვჭირდება თუ მექანიკური, ფეხით სატარებელი. ასევე როცა ხარისხზე ვსაუბრობთ, აკუმულატორის სიმძლავრეს, დამუხტვის დროსა და მასალას მოვიაზრებთ.
სკუტერები ახლო მანძილის დაფარვის საუკეთესო საშუალებაა, ნაკლები ხარჯითა და გამონაბოლქვის გარეშე, ხოლო ონლაინ მაღაზია გვეხმარება, მარტივად ავარჩიოთ და შევიძინოთ იგი.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები