„ტყიდან ხმები ისმის, მათ შორის მძიმე ტექნიკაც მუშაობს, რას აკეთებენ არ ვიცი, ჩვენი სოფლიდან არ ჩანს. აგვისტოს დასაწყისში რომ გამოჩნდნენ, მას შემდეგ არ გაჩერებულან. ერთი საგუშაგო გაკეთებულია, ასევე რამდენიმე ადგილია მონიშნული, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშებია აღმართული“- აცხადებს ვაჟა ლომიძე.
ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდნენ, მათ ხეები ყვითელი საღებავებით შეღებეს. ამის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-მ გაავრცელა.
რამდენიმე თვეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტყეში გზა გაიყვანეს და საგუშაგო დადგეს. ამ ყველაფერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა, ისინი საგუშაგოს დემონტაჟს ითხოვდნენ, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება ოკუპანტების მოთხოვნას არ დათანხმდა.
ოსურმა მხარემ, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები შეაჩერა, ამის სანაცვლოდ სოფელ ერგნეთში მხოლოდ ტექნიკური შეხვედრები ჩატარდა, თუმცა მხარეები საგუშაგოების დემონტაჟზე ვერ შეთანხმდნენ.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები