სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტმა თავდაცვის ექს მინისტრს კითხვები წერილობით მისწერა და მატროსოვის ციხიდან პასუხები მიიღო, სადაც ოქრუაშვილი წერს რომ საპროცესო გარიგებას არ დათანხმდება.
„საპროცესო გარიგება ნიშნავს ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილის მიერ გავრილოვის ჩამოყვანით რუსებთან ფლირტს აპროტესტებდა 20 ივნისს რუსთაველზე, ასევე იმ ადამიანების შეურაცხყოფა იქნება, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს. იმაზე არაფერს ვამბობს, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცხყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა“- წერს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილის წერილს თანაპარტიელები გამოეხმაურნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელმა გურამ ჩალაგაშვილმა აცხადებს, რომ ოქრუაშვილს შეუძლია ამხილოს ივანიშვილის ყველა დანაშაული.
„ივანიშვილისთვის ყველაზე საშიში ადამიანია ოქრუაშვილი, რომელსაც შეუძლია ამხილოს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ყველაფერში თუკი მათ ცუდი რამ ჩაუდენიათ კორუფციული გარიგებებიდან დაწყებული დასრულებული იმ რეალობით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ოქრუაშვილმა ძალიან მარტივად და გასაგებად უთხრა, რომ ის საპროცესო გარიგებაზე ამბობს უარს“ - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული კანონდარღვევის გამო წარედინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები