სოფელი უფლისციხე (ძველი დასახლება) აღარ არსებობს და ის ნასოფლარია. ამ სოფელში მცხოვრებნი, მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, 1960-იანი წლებში, მეზობელ სოფელ ქვახვრელში გადაასახლეს. თუმცა, ძველი ოდა სახლები 2000-იან წლებამდე იყო შემორჩენილი. მოუვლელობის გამო, ძველი სახლები მთლიანად დაიშალა.
გასულ 2018 წელს კი, უფლისციხის მუზეუმის დირექტორმა გვითხრა, რომ სულ მალე ძველი სახლების ანალოგი შენობა აშენდებოდა, რომელსაც მარნის ფუნქცია ექნებოდა. ეს ეთნოგრაფიული სახლი ამჟამად თითქმის დასრულებულია.
მისი ეზო ქვებითაა მოპირკეთებული, რომლის გარშემო ,,სალიზვარში" აღმოჩენილი ვაზი გაშენდება. ვაზი მუზეუმის გიდმა გიგუცა თათრიშვილმა წლების წინ ჯერ საკუთარ სახლში, სოფელ ქვახვრელში ახარა, შემდეგ მუზეუმში წაიყო. იმ ადგილს კი, სადაც კლდის ვაზი ხარობდა, ძველი უფლისციხელები ,,სალიზვარს" უწოდებდნენ.
არქეოლოგმა დავით ხახუტაშვილმა თავის ნაშრომში ,,უფლისციხე" სიტყვა ,,სალიზვარი" გაშიფრა და აღნიშნა, რომ ეს სახელი უკავშირდება სალი კლდის ვაზს.
იხ. ამავე თემაზე:
,,მაგდანას ლურჯა", ,,მაია წყნეთელი" - სოფელი, სადაც ქართული კინოს შედევრები გადაიღეს
ანტიკურმა ვაზმა იხარა - ,,უფლისციხურა“ შესამოწმებლად საფრანგეთში წაიღეს


გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები