დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ,,რაზდახანისა" და ,,სინაგურის" გამშვებ პუნქტებზე გამარტივებული მიმოსვლა შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო რესპუბლიკის ,,კგბ" ავრცელებს.
,,კგბ"-ს წარმომადგენლის ცნობით, შეზღუდვა ეხება ჯავისა და ახალგორის მოსახლეობას, რომლებიც ამ პუნქტებით სარგებლობენ და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ხშირად გადადიან, ძირითადად, ჰუმანიტარული და საყოფაცხოვრები საკითხების მოსაგვარებლად.
,,არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროვოცირების თავიდან ასაცილებლად და საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების გავლის გამარტივებული წესით შეჩერება.
,,კგბ" ასევე აცხადებს, რომ 14 – დან 20 ოქტომბრამდე, ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთში რვა ადამიანი დააკავეს, რომელთაგან: ერთი იყო სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი; შვიდი - სასაზღვრო რეჟიმის.
კგბ-ს სასაზღვრო სამსახური აფრთხილებს დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებსა და სტუმრებს, რომლებიც გეგმავს შესვლას სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში მდებარე ადგილებში, თან იქონიონ შესაბამისი დოკუმენტები.
”საპროცესო მოქმედებების შედეგად, განხორციელდა ადმინისტრაციული ზომები სახელმწიფო საზღვარზე არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ და ჩატარდა ახსნა-განმარტებითი სამუშაოები. მოგვიანებით, ხუთი ადამიანი დააჯარიმეს, სამი კი გააფრთხილეს,” - აღნიშნულია კგბ-ს განცხადებაში.
KGB-ს სასაზღვრო სამსახური მოქალაქეებს ურჩევს, რომ ე.წ. სასაზღვრო ზონაში ეკონომიკურ და სხვა საქმიანობაში ჩართულმა პირებმა დროულად შეადგინონ დოკუმენტები, რათა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ნებართვა მიიღონ.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები