პაციენტის ოჯახი ითხოვდა, რომ წითელი ჯვრის დახმარებით, თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა მოსაბრუნის (რაზდახანის) საგუშაგოზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის წევრებმა არ გაატარეს.
,,ნეტგაზეთის" ცნობით, ფაქტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც დაადასტურეს.
,,სიცოცხლით და ჯან-ღონით სავსე ქალბატონი. ჩაკეტილი გზის, ადგილობრივი და ასევე საქრთველოს ხელისუფლების გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში, სადაც შეიძლება მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. რატომ არ აქვს კავშირი "ახალგორის საავადმყოფო" ს ხელმძღვანელ ონისე გათენაშვილს თქვენთან ასეთი შემთხვევებისას, რომ მოხდეს ავადმყოფის ტრანსპორტირება? რაში უხდით ხელფასს და სხვა ხარჯებს? რატომ არ გაყენებენ საქმის კურსში ასეთი მძიმე მდგომარეობისას?
ჩემი აზრით - იციან, რომ შაბლონური განცხადებების გარდა, არაფერს გააკეთებ და მათგანაც არ ითხოვთ მეტ პასუხისმგებლობას - მიღებულ თანხაზე ხელმოწერა. ჩვენ ვიკითხოთ, ჩვენ თორემ აქ არც ციხელაშვილის და არც ბიბილოვის ოჯახის წევრები არაა დარჩენილი. თავმოყვარე ხელისუფლება ამ შემთხვევაზე სტრასბურგში იჩივლებდა, რომ სხვა მოქალაქეები დაეცვა." - წერს ახალგორელი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.
ახალგორის რაიონში, რაზდახანის საგუშაგო ჩაკეტილია 2019 წლის 4 სექტემბრიდან. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩორჩანა-წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგო გახსნა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობი დაიკავეს, ხოლო ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტეს.
თამარ მეარაყიშვილის ფოტო
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები