მოზარდმა დღეს კერძო ადვოკატი აიცილა და მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს. ამბობს, რომ არ იჯდა საჭესთან და, შესაბამისად, არ გაუტაცებია მანქანა. ის მანქანაში პოლიციის მაღალჩინოსნის პატიაშვილის გვერდით იჯდა. საჭესთან, სწორედ, პატიაშვილი იჯდა.
პროკურორმა ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხები წარადგინა, სადაც იკვეთება, რომ ბრალდებული მანქანაში იჯდა, თუმცა მანქანაში ყოფნას კახა წაველიძე არ უარყოფს.
პროკურორი აღიარებს, რომ საჭესთან და გადამცემ კოლოფთან (სიჩქარის გადამრთველთან) კახა წაველიძის ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ბრალდებულს ხელს ადებს მხოლოდ პოლიციელი პატიაშვილი და ასევე მიკროავტობუსის მძღოლი. მძღოლის თქმით, ამოყირავებულ მანქანიდან მხოლოდ მოზარდი ამოიყვანა.
წამოღებულ 25 ვიდეოკადრში კახა წაველიძე საჭესთან არ ჩანს, ჩანს მხოლოდ მოძრავი მანქანა.
იხ. ამავე თემაზე:
,,ვიწყებ
ბრძოლას" - პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებული მოზარდის წერილი
ციხიდან
პროკურორი:
,,არც კამერებში ჩანს ბრალდებული და არც საჭესთან ამოვიდა
ანაბეჭდები"
პოლიციის
მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება
პოლიციელმა

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.



საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები