რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჯავის რაიონის სოფელ წონასთან მთის ფერდობი სათხილამურო კურორტისთვის შეარჩიეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოფელ წონასთან, 900-მეტრიანი ტრასა სათხილამურო კურორტისთვის შეარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ზასეევი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ტრასა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით მოწესრიგდა, თუმცა დამსვენებლებს მისი გამოყენება ჯერჯერობით საბაგიროს გარეშე შეუძლიათ.

”ჩვენ, სათხილამურო კურორტის მოწყობისთვის, წონის ველი ერთი წლის წინ ავირჩიეთ. ფინანსური რესურსების არარსებობის გამო, ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი გეგმის სრულად განხორციელება. თუმცა, სათხილამურო ველი უამრავმა ადამიანმა მოინახულა და საბაგირო გზის არარსებობა თხილამურების მოყვარულებს ხელს არ უშლის" - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სეზონი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

წონა — სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. მის შემადგენლობაში შედის სოფლები: ბითეთა, დოდოთი, ელყანთა, ერწო, ცადიყაუ, ხალივდონი, ხამფალგომი, ხუგათა. ზღვის დონიდან 1780 მეტრი, ჯავიდან 28 კილომეტრი.

ვახუშტი ბაგრატიონი წონის შესახებ წერს:

„ჯეჯორის მდინარეზედ, სამჴრიდამ ჩდილოეთად დინებულზედ, არს დაბნები ვენახოვან-ხილიანი და მოსავლიანი. მას ზეით მოსახლენი არიან ოვსნი, და უვენახო-უხილო, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი. უწოდებენ ამას კუდაროს. ხოლო ამ გულოვანთას აღმოსავალ-სამჴრით, მცირეს მთას იქით, არს წონა, ადგილი გარმოხუეული მთებითა და შინაგან ვაკე. აქ არს მცირე ტბა. ამას გამოსდის ყვირილა და მიდის, ვითარცა აღვსწერეთ. არს წონა, ვითარცა სხუანი მთის ადგილნი, და მოსახლენი ოსნი. გარდავალს აქიდამ და კუდაროდამ გზა ქცხილვანის ჴეობასა ზედა, დვანის ჴეობასა ზედა, ქართლში."



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.