12.06.2015 აქცია „სიცოცხლის გამოწვევა“ დღეს გორში ჩატარდა. „გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულოს“ დეპუტატებმა ქალაქის ქუჩებში ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას მოუწოდეს მიეღოთ აქციაში მონაწილეობა. საკრებულოს წევრებმა და მოხალისეებმა სისხლი გორის სამხერდო ჰოსპიტალში ჩააბარეს.
12.06.2015 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 35 დეპუტატიდან 19-მა დეპუტატმა ანსამბლის ,,მაჩაბელას" დაფუძნებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ნაციონალები" ოვაციებით შეხვდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის არსენ აზალაძის ინიცირებულ წინადადებას ,,ნაციონალებთან" ერთად მხარი ,,თავისუფალი დემოკრატებისა" და ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს. ოპოზიციას გვერდით ,,ეროვნული ფორუმი" დაუდგა.
11.06.2015 რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ახალ ზარალს ითვლიან
11.06.2015 ტანას ხეობიდან სეტყვა მტკვრის მარცხენა სანაპიროს აუყვა. ატენის თემში შემავალი სოფლები უკვე ხელმეორედ დაისეტყვა. ამის შემდეგ სეტყვამ ზედაველის ველი გადაიარა და სოფელი დოესი, გრაკალი, სასირეთი და მეტეხი დასეტყვა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სეტყვა კავთისხევთან დასრულდა.
11.06.2015 გორელებს (FABLOB) და (ILAB) ტიპის სამრეწველო და სასწავლო ინოვაციების ლაბორატორიების შექმნას სთავაზობენ. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერის მოადგილეს დღეს შეხვდნენ.
11.06.2015 ისტორიულ ძეგლთან - უფლისციხესთან მიმასვლელ გზაზე, მდინარე მტკვარზე მდებარე ხიდს ახალი მოაჯირები უკეთდება. აღნიშნული სამუშაოები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ხიდი 40 წლის წინ აშენდა.
11.06.2015 ახალი ანსამბლის, ,,მაჩაბელა"-ს დაფუძნების მიზნით, გორის თემის საკრებულო გამგებლისთვის თანხმობის მიცემას აპირებს. ამის შესახებ განკარგულების პროექტი საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა უკვე მოამზადა. ახალი ჯგუფის ბიუჯეტი 80 400 ლარი იქნება.
10.06.2015 ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარება"-ს ხელმძღვანელის ფატი ბუხრიკიძის განცხადებით, საზღვარგარეთ ლეგალურად მცხოვრები და შემდგომში საქართველოში დაბრუნებული თანამოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს ახალი პროგრამა არ ვრცელდება. ამის შესახებ მან გუშინ შიდა ქართლის გუბერნატორთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











