23.05.2015 ქარელის რაიონის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა, სოფელ რუისში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ დაპირისპირების თაობაზე, გუბერნატორთან განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ,,რაღაცა კატეგორიამ" ვერც გუშინ და ვერც დღეს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან დაწყებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შეგნებულად ვერ გაიგო. საქმე ავტობანის მშენებლობით გამოწვეულ პრობლემას ეხება, რომლის მიხედვით, რუისის მოსახლეობას გზის გადასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთებზე მისასვლელი გზები მოესპო. ზაზა გულიაშვილი ფიქრობს, რომ ამ აქციის უკან კონკრეტული პირები, მათ შორის, თანაპარტიელები დგანან.
22.05.2015 შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს რუბრიკას - ,,წყაროზე რასაც ლაპარაკობენ". ამჯერად რუბრიკის მასპინძლები ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისელები არიან.
22.05.2015 საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურზე გორის ,,დილამ" ნაადრევად მოპოვებული ჩემპიონობა კიდევ ერთი გამარჯვებით აღნიშნა. ,,ვიტ-ჯორჯია" 3:0 დაამარცხა და უმაღლესი ლიგის მიღმა დატოვა. ამავე 30-ე ტურის შეხვედრაზე თბილისის ,,დინამომ" საჩხერის ,,ჩიხურა" ამავე ანგარიშით დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მეორე ადგილს, ეს პოზიცია ქობულეთში გაირკვა, სადაც სტუმრად მყოფმა ბათუმის ,,დინამომ" ქობულეთის ,,შუქურა"-ს 1;3 სძლია.
22.05.2015 სასმელი წყლის პროექტების ჩავარდნის გამო შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციასთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გუბერნატორმა სხვა რაიონების წარმომადგენლების გასაგონად ისაუბრა. შეხვედრას რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი არ ესწრებოდა, ხოლო მის მოადგილეს გია წვერავას შეხვედრა დაატოვებინეს, როგორც არაუფლებამოსილ პირს კანონით განსაზღვრულ საბჭოს შემადგენლობისთვის.
21.05.2015 კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები იმ დოკუმენტების შეგროვებას შეუდგნენ, რომელიც მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს ფართისა და ამ ფართის საიჯარო საბაზრო ღირებულების შესახებ მონაცემებს შეიცავს. ამ დოკუმენტების წარდგენა საკრებულოს წევრებმა მოითხოვეს. მაჟორიტარი პარლამენტარის ბიუროს საკითხი მომავალ სხდომაზე გადაწყდება.
21.05.2015 იორდანიიდან საქართველოში უკან დაბრუნებულ ცხვარს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე არსებულ დაახლოებით 300 ჰა საძოვარზე აგროვებენ. დღეს სპეციალური მანქანებით ფოთის პორტიდან 400 სული ცხვარი უკვე ჩაიყვანეს. იორდანიაში ქართულ ბიზნესკომპანიას ცხვრების შეყვანის უფლება არ მისცეს. ცხვარი მანამდე საუდის არაბეთში მიჰყავდათ.
21.05.2015 რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოებისა და ელექტრო–მექანიკური სისტემების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 22 მაისის, 00:00 სთ–დან 07:00 სთ–მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
21.05.2015 ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს 100 ლარი მიეცემათ. ამის შესახებ დადგენილების პროექტი ქალაქ გორის საკრებულოში გუშინ 20 მაისს შევიდა. ახალ გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











