18.05.2015 ,,ბატონო გამგებელო, მგელი დღისით შუა სოფელში დადის და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ" - უთხრა ქარელის რაიონის სოფლების - არადეთისა და ახალსოფელის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს. ,,ასეთ შემთხვევაში მგლის მოკვლა ნებადართულია" - უპასუხა გამგებელმა.
17.05.2015 გორის მერიის ნებართვით ქალაქის ცენტრში დღეს ავტორბოლა მოეწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ 3 წლის წინ აპროტესტებდა. ტრადიციულად მორიგი შეჯიბრი წელს გაიმართა. მთავარ მოედანზე რალი დილიდან საღამოს 18 საათამდე გაგრძელდა.
17.05.2015 შემთხვევა დღეს კასპში აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. სავარაუდოდ, დიდი სისწრაფით მოძრავი ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ვანო ცინცაძის საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა. დაშავდა მძღოლი და მისი მგზავრი.
16.05.2015 გორში სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჭკადუა და ალდაგის შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბიძინა სამნიაშვილი რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
14.05.2015 კასპის რაიონის სოფელ საკორითლოში მცხოვრები 65 წლის როინ აბრამიშვილი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა სტეფანე მესროფაშვილმა აცნობა.
14.05.2015 გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლია გოგაძე კლუბის ხელმძღვანელობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ არ უკითხავთ, თუ საიდან გააჩინა დარბაზისთვის სკამები, ვინ გადააფარა ჭერს სახურავი; ვინ გაიყვანა ელსადენები და ვინ გაანათა დარბაზი; ვინ შელესა კედლები და ვინ მოაწყო სცენა ფარდებით და, საერთოდ, ვინ გადაარჩინა ხიდისთავის კულტურის სახლი?
13.05.2015 დღეს საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩზე გორის "დილამ" სტუმრად, ალექსანდრე კვახაძის გოლის წყალობით, "სამტრედია" ანგარიშით 0:1 დაამარცხა და ვადამდე საქართველოს ჩემპიონი გახდა.
12.05.2015 დღეს, კასპის რაიონის სოფელ ნიაბში, 43 წლის ტრისტან შ-შვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინის აივანზე გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს. პირველადი ვერსიით, გარდაცვალების ფაქტი თვითმკვლელობას უკავშირდება, რადგან აწ გარდაცვლილს კისერზე თოკი ჰქონდა გაკეთებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











