29.04.2015 გორში ბუნებრივი აირის მიწოდება, დღის მეორე ნახევარში, საღამოს 18 საათამდე აღდგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოკარ-ჯორჯია საქართველოს ოფისიდან აცნობეს.
28.04.2015 ქარელის რაიონის სოფლებში შინაურ საქონელს წითელი ფერის ჰელმონითი აღმოაჩდა, რომელიც წველადობას 20% ამცირებს. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ტერიტორიული თემის წარმომადგენლები გააფრთხილა. დაავადების გამწვავებას საქონლის დაღუპვა მოსდევს. თემის წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება და აცრების ჩატარების დაჩქარება დაევალა.
2015 წლის 24 აპრილს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის - მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება- შედეგების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" შეხვედრა შედგა ქალბატონი ია ანთაძის და თამთა ყუბანიეშვილის ორგანიზებით
24.04.2015 კასპის გამგეობის კულტურის გაერთიანების დირექტორი მიხეილ ქოსაშვილი ამბობს, რომ მის ნებასურვილზეა დამოკიდებული ერთვიან ხელშეკრულებაზე მყოფი თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე გაერთიანების სპეციალისტს, ლია ბეგლარაშვილს 2015 წლის 1 აპრილს ხელშეკრულება იმ მოტივით აღარ გაუგრძელა, რომ თანამშრომელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მათ შორის ინციდენტი კი სწორედ 1 აპრილს მოხდა. ლია ბეგლარაშვილმა მოულოდნელად შეიტყო, რომ მორიგ ერთთვიან ხელშეკრულებას აღარ უფორმებდნენ.
24.04.2015 გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ქირაობდნენ სხვადასხვა მარკის და მოდელის ძვირადღირებულ ავტომანქანებს, ამზადებდნენ ავტომანქანის ყალბ ტექპასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს, ჩამოჰყავდათ საქართველოში და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ახდენდნენ განბაჟებას. თაღლითური დაჯგუფების წევრები უკვე განბაჟებულ ავტომანქანებს თბილისში, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში ალომბარდებდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულების თაღლითური საქმიანობით რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.
23.04.2015 ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი სამსახურებრივ მანქანის გამოყენებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ნინო ზურაბიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებს განუცხადა. საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" იგივეს გაკეთება საკრებულოს თავმჯდომარეს შესთავაზა.
23.04.2015 ქალაქ გორის საკრებულოს წევრმა სოსო ფალელაშვილმა გორის მერიის ბიუჯეტიდან, ქართული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციისთვის, 6 ათასი ლარის გამოყოფის საკითხი გააპროტესტა. ამის შესახებ მან საკრებულოს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კითხვები მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს დალი ტლაშაძეს დაუსვა. ბიუროს სხდომაზე ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების უფროსი თეა კეჩხუაშვილის დაიბარეს. დისკუსიაში გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძეც ჩართეს.
23.04.2015 ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ქალაქ კასპში ფეხით მიმავალ მამა-შვილს დაეჯახა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ზაზა მოსიაშვილის ძმა აღმოჩნდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2015 წლის 5 მარტს წერდა, რომ საღამოს საათებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლმა მანქანით სვლა გააგრძელა, ხოლო დაშავებულები კერძო ტაქსებით საავადმყოფოში გამვლელებმა გადაიყვანეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.











