Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ტურისტული ბაზრობა უფლისციხეში (VIDEO)
უფლისციხეში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოფენა მოეწყო.  გორსა და გორის რაიონში არსებულ საწარმოებმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გასაყიდად ქართული სამზარეულოს, სასმელებისა და ხელით ნაკეთობები გაიტანეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ასეთი ღონისძიებებით გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა სახის ბრენდების პოპულარიზაცია ხდება.

,,აქ ძირითადად მოღვაწეობენ ხალხური რეწვის ოსტატები, ღვინის მარნები, სხვადასხვა ხელსაქმით დაკავებული ადამიანები. გამოფენილი აქვთ საკუთარი ნამუშევრები, რომელსაც ტურისტები სიამოვნებით იძენენ და ათვალიერებენ. ამ ყველაფრით ხდება პოპულარიზაცია გორის მუნიციპალიტეტში არსებული ბრენდების."-განაცხადა რობერტ მაღლაკელიძემ.

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

,,ტურისტები ეცნობიან ჩვენი, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებს, იძენენ სუვენირებს. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ასეთი ღონისძიებები მომავალში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებას."- განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას უფლისციხეში მცხოვრები ნინო სადაღაშვილი იღებდა, რომელიც თექაზე მუშაობს და საკუთარი ხელით ქმნის სხვადასხვა სახის ნივთებს.

,,75 წლის ქალი ვარ, ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ხელით, შიგნით ვაქსოვ დიდ სიყვარულს. თექაზე მუშაობას ვასწავლი უნარშეზღუდულ ბავშვებს, მასზე მუშაობა არის ძალიან დიდი თერაპია."- განაცხადა ნინო სადაღაშვილმა.



ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხიდისთავში ,,ლაშას მარანში" წარმოებული ღვინო, რომელიც მხოლოდ ერთი ბოთლი რუს ტურისტზე გაიყიდა:

,,სამი სახეობის ღვინო გვაქვს წარმოდგენილი. ეს ღვინო არის ხიდისთავიდან - ,,ლაშას მარანიდან". არის ჩინური და ატენური ღვინო, გაკეთებული არ არის, სუფთა ღვინოა. დღეს პირველად მივიღე მონაჭილეობა, ერთი ბოთლი გავყიდე მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. სხვებმა, რომელიც უფრო მაგარი ბრენდებია ერთი ბოთლიც ვერ გაყიდეს. სამი კვირაა ტურისტი ნაკლებად არის. ჩემი ღვინო რუსმა იყიდა, მოეწონა ძალიან. წავიღებ, ახალწელს გავხსნი და გადღეგრძელებო ; კარგი- მეთქი, მისამართი მივეცი. მითხრეს თუ ჩამოვალთ, თქვენთან ისევ მოვალთო."-აღნიშნა ზაზა ელიკაშვილმა.

გამოფენა - გაყიდვის პარალელურად მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

ღონისძიება გორის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020