Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის ბაღების სააგენტოს უჩივლეს - დავა ბურღულეულის გამო
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საბავშვო ბაღებში ბურღულეულისა და ხილის მომარაგების მიზნით ხელშეკრულება ინდმეწარმე რევაზ ბურნაძესთან გააფორმა. ბურნაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაშია რეგისტრირებული.

ხელშეკრულება, რომლის ჯამური ღირებულება 78 200 ლარია, 26 იანვარს გაფორმდა. მანამდე, ტენდერში სამი ორგანიზაცია მონაწილეობდა - ამათგან ერთ-ერთს, ინდმეწარმე ნანი გოგოლაძეს დისკვალიფიკაცია მიეცა.

25 იანვარს შესყიდვების სააგენტოს საჩივრით კომპანია ,,ჯი-ეს-სი კომპანიმ'' მიმართა. საჩივრის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს დისკვალიფიკაცია უნდა მინიჭებოდა. საჩივარში ვკითხულობთ:

,,ი/მ რევაზ ბურნაძეს უნდა წარმოედგინა აკრედიტირებული ექსპერტიზის დასკვნა (როგორიც არის მაგალითად სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" და ა.შ), ასევე უნდა წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა. მის მიერ წარმოდგენილი იქნა აუდიტორისა და მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლების დასკვნა, რაც არ წარმოადგენს ,,აკრედიტირებული ექსპერტიზის დასკვნა"-ს.'' - ვკითხულობთ საჩივარში.

როგორც მომჩივანი აცხადებს, ბაღების სააგენტომ იდენტური დასკვნის წარდგენის გამო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს ი.მ ნანი გოგოლაძეს მისცა დისკვალიფიკაცია. კერძოდ, ი/მ რევაზ ბურნაძემ წარმოადგინა დასკვნა (რომლის ანალოგიურის დასკვნის წარმოდგენის გამოც დისკვალიფიკაცია მიეცა ი/მ ნანი გოგოლაძეს) და დამატებით ატვირთა მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც გაურკვეველია კონკრეტულად ბურღულეულის მიმწოდებელი კომპანიის, შპს ,,ჯორჯიან ფუდ"(ს/კ 405403790)-ის ეკონომიკური საქმიანობის სფერო.

,,მიგვაჩნია, რომ როგორც ი.მ ნანი გოგოლაძეს, ასევე ი.მ რევაზ ბურნაძეს ეკუთვნის დისკვალიფიკაცია, სხვა შემთხვევაში ჩვენთვის გაუგებარია ი.მ რევაზ ბურნაძის გამარჯვების მიზეზი.'' - აღნიშნულია საჩივარში.

მომჩივანი ასევე ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ ი/მ რევაზ ბურნაძეს მოეთხოვებოდა ,,მწარმოებელი კომპანიის" დასახელება, თუმცა მიმწოდებლად მითითებული აქვს ფიზიკური პირები, რაც არ შეესაბამება მოთხოვნას, რადგან ფიზიკური პირი კომპანია არ არის.

შესყიდვების სააგენტომ მომჩივან კომპანიას, 25 იანვარს, ერთდღიანი ვადა მისცა გარკვეულ საკითხებზე დეტალები დაეზუსტებინა. თუმცა, ჯი-ეს-სიმ'' ერთი დღის ვადაში ვერ დააზუსტა საჩივარი. 26 იანვარს კი ბაღების სააგენტომ ხელშეკრულება რევაზ ბურნაძესთან გააფორმა.

იმის გამო, რომ მომჩივანმა კომპანიამ საჩივარი არ დააზუსტა, ხოლო 26 იანვარს ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, შესყიდვების სააგენტომ საჩივარი განუხილველი დატოვა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020