Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,ხელისუფლებას არ სურს ყავდეს მაკონტროლებელი მედია'' - შეხვედრა გორში ,,რუსული კანონის'' შესახებ
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ,,ქართული ოცნების'' მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

დოკუმენტი მონაწილეებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა გააცნო. შეხვედრას ორგანიზება სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა გაუწია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გაქრობის საფრთხე ემუქრება იმ მედიასაშუალებებს, რომელთა არსებობა საერთაშორისო ფონდებიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.

ასეთი საფრთხის ქვეშ არის რეგიონული მედიაც.

რა მიზანს ემსახურება კანონპროექტის მიღება? - ამის ახსნა სცადა იურისტმა იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა.

იურისტის განმარტებით, პირველ რიგში ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის იმ იარლიყის მიწებება, თითქოს ისინი ემსახურებიან უცხო ქვეყნების ინტერესებს.

,,მაგალითად, ასე დაიწყო რუსეთში. დღეს თუ რომელიმე ჟურნალისტი კრიტიკული მასალის გამოქვეყნებას დააპირებს, მან პირველ რიგში საზოგადოებას უნდა უთხრას, რომ ის არის უცხოური ორგანიზაციის აგენტი, ჩვენს შემთხვევაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი. მიზანიც ესაა, რომ საზოგადოების თვალში ის წარმოჩინდეს არა როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გამტარებელი, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი,'' - განმარტავს იურისტი.

იურისტის განმარტებით, კანონპროექტის ავტორების ამოცანაა, რომ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს დონორების დაფინანსება გაუმჭვირვალეა, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენს:

,,ჩვენი ორგანიზაციის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პროექტის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.''- აღნიშნა მან.

იურისტს მედიის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ. ყველა გრანტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია დამფინანსებლების ვებ-გვერდზე.

შეხვედრაზე ყველა ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებენ იმის თქმას, რომ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არიან.

,,მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში არ დავრეგისტრირდები, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი,'' - განაცხადა რადიო მოზაიკას დირექტორმა გვანცა დოლუაშვილმა.

ჟურნალისტ ლიზა ყაზიშვილის თქმით, რომელიც ამავე დროს, პედაგოგია, აღნიშნავს, რომ კანონპროექტის ინიცირება საკმაოდ შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი აღმოჩნდა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართულები.

,,დღეს იმაზე მეტად არიან აღშფოთებულნი ახალგაზრდები, ვიდრე ეს შარშან იყო. თავს მოტყუებულად გრძნობენ. უამრავი პროექტი ხორციელდება სკოლებში დონორების დახმარებით, სწორედ, მათზე ვრცელდება ეს კანონპროექტი. იგივე განცდა აქვს პედაგოგების ნაწილს''- აღნიშნა ლიზა ყაზიშვილმა.

,,ქართლის ამბების'' რედაქტორის საბა წიწიკაშვილის თქმით, მედიის მხარდამჭერი ფონდების არსებობა ქვეყანაში აუცილებელია.

,,როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეს დაფინანსება არის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, მაშინ რატომ განაცხადა თანხმობა საერთაშორისო დახმარების მიღებაზე? დონორები ქვეყანაში ვერ შემოვლენ საერთაშორისო შეთანხმების გარეშე. ერთის მხრივ მთავრობას სურს დონორების დახმარება სოფლის მეურნეობაში, ინსტიტუციების გაძლიერებაში, თუმცა მეორეს მხრივ არ სურს ამ თანხების ხარჯვაში ყავდეს მაკონტროლებლები მედიისა და არასამთავრობოების სახით.'' - აღნიშნა ,,ქართლის ამბების'' რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეები საბოლოოდ შეთანხმნენ იმაზე, რომ გააგრძელონ მუშაობა საზოგადოების ინფორმირების კუთხით.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020