Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« мая 2024 »»
п в с ч п с в
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორი-კასპის დეპუტატმა საერთაშორისო ფონდებისგან ერთ წელიწადში 20 000 ლარი მიიღო
გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა პირველი მოსმენით ხმა მისცა რუსულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად ითვლება ის მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად უცხოური ფონდებისგან ფინანსდება.

გიორგი სოსიაშვილი დეპუტატად 2023 წლის ოქტომბერში აირჩიეს მას შემდეგ, რაც პარლამენტი გახარიას წარმომადგენელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დატოვა.

პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ გიორგი სოსიაშვილმა 2023 წლის ნოემბერში შეავსო ქონებრივი დეკლარაცია. დეკლარაციის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ წინა წელს მან საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო უცხოური ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტებიდან. ჯამში, მიღებულმა თანხამ შეადგინა ზუსტად 19 947.56 ლარი, თითქმის 20 000 ლარი.

უფრო კონკრეტულად,

2022 წელი – 3853,09 ლარი

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში – ტრენერი/მკვლევარი

2022 წელი – 6838,47 ლარი

ევროკომისიის მიერაფინანსებული პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონალური განვითრების პროცესში" - ტრენერი/მკვლევარი

2022 წელი – 3920 ლარი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ბავშვთა უფლებების ცენტრის ცოდნის ცენტრის დაფუძნებას ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის,დამოკიდებულებების ა და პრაქტიკის დასანერგად" -კოორდინატორი

2022 წელი – 3200 ლარი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კვლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხიან სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესახებ" - კოორდინატორი

2022 წელი – 1708,8 ლარი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)იერ დაფინანსებული პროექტის ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა მრავალფეროვნებისა და განსხვავებული შესალებლობების მხარდაჭერის გზით" - კოორდინატორი

2022 წელი – 427,2 ლარი

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)იერ დაფინანსებული პროექტის ,,სასკოლო სასწავლო გეგმაში ბავშვთა უფლებების კვლევა" - მენეჯერი


შეგახსენებთ, 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის მხარდამჭერი იყო 83 დეპუტატი, მათ შორის 73 - "ქართული ოცნებიდან", "ხალხის ძალიდან" - 9 და "ევროპელი სოციალისტებიდან" -1.

რაც შეეხება უნივერსიტეტიდან მიღებულ შემოსავალს, ამავე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოსიაშვილმა მიიღო რექტორის თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო 36099,32 ლარი; ხოლო პროფესორის პოზიციიდან მიიღო 34 195,2 ლარი. ჯამში 70 294.52 ლარი.

გიორგი სოსიაშვილმა მიიღო 22800 ლარი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტში, სადაც ის მკვლევარი იყო პროექტში - ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია"

გიორგი სოსიაშვილი იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,მაჩაბელი" -საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, შემდეგ კი ჟიურის წევრი. ამ პროექტში შემოსავლის სახით მიიღო 8480 ლარი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020