Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ჭადრაკის ხელნაკეთი დაფის დიდოსტატი ხაშურიდან
ქალაქ ხაშურში ,,ხაშურობის'' დღესასწაულზე გამოფენაზე ჭადრაკის დაფები გამოფინეს. როგორც გაირკვა, ხელნაკეთ დაფებს ადგილობრივი ზეზვა ცხოვრებაშვილი აკეთებს.

ოსტატი დაფებს კაკლის ხის მასალისაგან ამზადებს უმცროი ქალიშვილის, ხაშურის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლის, თეკლეს მიერ შექმნილი ესკიზებით. დაფების რეალიზებას ინტერნეტით ოჯახის დიასახლისი პედაგოგი მედეა ესებუა ახდენს:

როგორც მედეა ესებუა ამბობს, კორონას პანდემიიდან დაიწყო დაფების რეალიზაცია ფეისბუქ გვერდის ,,სამზითვოს''საშუალებით:

"სამზითვო" ჩვენი ოჯახური ბიზნესის ონლაინ გვერდია ინტერნეტ სივრცეში. ძველად, საუკუნეების წინ, საქართველოში მზითვად ატანდნენ ჭადრაკს "ვეფხისტყაოსანთან" ერთად და ამიტომაც შევარჩიეთ ეს სახელი. ამ გვერდის დახმარებით ვაკეთებთ ნამუშევრების რეალიზაციას.'' - ამბობს მედეა ესებუა.

კორონას პერიოდსავე უკავშირდება დაფების დამზადება. ცხოვრებაშვილის ოჯახის ეზოში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მოჭრილი კაკლის ხე ეგდო:

,,ეზოში მოვჭერით დიდი კაკლის ხე, ბევრი წელი გვენანებოდა დაგვეწვა შეშად. პანდემიის დროს, როდესაც ჩავიკეტეთ, ზეზვამ იფიქრა, იმ კაკლის ხისგან გაეკეთებინა ჭადრაკის დაფა, ვნახოთ რა გამომივაო და მართლაც, შეუდგა საქმიანობას და შექმნა პირველი ჭადრაკის დაფა. ვნანობთ, რომ პირველი ნამუშევარი გაიყიდა და არ არის ჩვენს ოჯახში.'' - იხსენებს მედეა ესებუა.

იგი განმარტავს, თუ რატომ იქნა არჩეული კაკლის ხე:

,,რატომ კაკლის ხე, იმიტომ, რომ თურმე, კაკალს ძალიან ლამაზი მასალა აქვს, მისი გული მუქია, გარეთა შრე ღია ფერის და ძალიან ლამაზია. გამძლეა და ჭია არ უჩნდება. კაკლის ხე სამწლიანი დაძველებით თუ არ არის, ვერ მუშაობს ზეზვა და ასეთი მასალის შოვნა ძალიან ჭირს ამ ეტაპისთვის, როგორც ქალბატონი მედეა ამბობს. ზეზვა თვითნასწავლი ოსტატია, თავად ეძიებს და იმპროვიზირებს ხეზე მუშაობის ხელოვნებას. შექმნილ ოჯახურ ბიზნესს.''

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020