Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ბუზალაძის დანიშვნის შემდეგ 12 ტენდერი არ შედგა — რა ხდება გორში
მას შემდეგ, რაც გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად კონსტანტინე ბუზალაძე დაინიშნა, მუნიციპალიტეტში 12 ტენდერი ჩაიშალა.

ამ ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1.13 მილიონ ლარს აღწევს.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილის მეჯვარეა.

ოფიციალური მონაცემებით, ბუზალაძის დანიშვნამდე — 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მაისის ბოლომდე — მხოლოდ 4 ტენდერი იყო „არშემდგარი“. მის დანიშვნიდან კი, ივნისსა და ივლისში, არ შედგა უკვე 12 ტენდერი.

რატომ არ მონაწილეობენ კომპანიები ტენდერებში —  საჯარო ელექტრონულ ბაზაში ამის მიზეზი დაზუსტებული არ არის.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ბუზალაძის დანიშვნის შემდეგ შეწყდა პირდაპირი შესყიდვების პრაქტიკა. ის ტენდერებს აცხადებს მცირე ღირებულების სამუშაოებზეც, რომლებიც ხშირად 5 ათას ლარსაც არ აღემატება.

ბოლო ორ თვეში ,,არშემგარი'' ტენდერების სია ასე გამოიყურება:

#1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები - 260`065.00 GEL

#2. გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების (თანმდევი მომსახურება - მონტაჟი და ტრენაჟორებისათვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა) შესყიდვა - 259`400.00 GEL

ტრენაჟორებისათვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა უნდა მომხდარიყო შემდეგ სოფლებში: საქაშეთი, ბერბუკი, სვენეთი, თორტიზა, ერგნეთი, ბერშუეთი, ყველაანთ უბანი, სოფელი ქვ. რიეთი და სათბურის დასახლება.

#3. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: - დეგეულა, ჭეჭელაანთუბანი, ატენი, გარდატენი, პატარა ატენში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები - 101`475.00 GEL

#4 - #5 ეს ტენდერი ორჯერ არ შედგა, კერძოდ: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები - 227`780.00 GEL

#6. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები 216`890.00 GEL

#7. ქ. გორში, გვერდწითელის ქ. N1 და N3 საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადის (გადაბმის ადგილების შელესვა) რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით) 33`313.00 GEL

#8 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვა - 14`800.00 GEL

რაც შეეხება ისეთ ტენდერებს, რომელთა ღირებულება 10 000 ლარს არ აღემატება, ესენია:

#9 და #10. ორჯერ არ შედგა ტენდერი, კერძოდ: ქ. გორში, მშვიდობის გამზირის N1ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის რეაბილიტაციის სამუშაოები - 4751 ლარი

#11. ქ. გორში, რომელაშვილების ქ N184 -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოების რეაბილიტაცია - 8`588.00 GEL

@12. ქ. გორში, სუხიშვილის ქ N57-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით) 2`758.00 GEL


 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020