Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« декабрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
,,წამოვედი ქალაქიდან, მაგრამ სოფლამდე ვერ ამოვედი'' - პატარა ყელეთი


სოფელი პატარა ყელეთი ხაშურის მუნიციპალიტეტში, მთის კალთაზე, ბუნებას შერწყმული, მაგრამ მიუვალი ადგილია. აქამდე მისვლა ყველას არ შეუძლია.

აუცილებელია კარგი ამინდი, მანქანის გამძლეობა და ადგილობრივების მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ეს სოფელი ბოლომდე არ მიატოვონ.

„ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?“ — მიყვება გიორგი წიქარიშვილი, 27 წლის, სოფლის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მცხოვრები.

გიორგის თქმით, გზა წლების განმავლობაში პატარა ყელეთის მთავარი პრობლემა იყო და ისევ არის. „ყოველ წელს 100 მეტრს აგებენ. შარშან არჩევნებზე 20 მეტრი დააგეს. წელს გამგეობის არჩევნებია და ალბათ კიდევ ეგეთი რაღაც მოხდება,“ — ამბობს ის.


პატარა ყელეთი დღეს სულ ხუთ ოჯახს მოითვლის. ეს იმდენია, რომ სოფელი არ გაქრეს, მაგრამ იმდენად ცოტაა, რომ განვითარებაზე მუდმივად საუბრობენ..

„უცხო არავინ მოდის აქ. გზა რომ არ არის, არც ინტერესი რჩება. გაზიც არ შემოგვიყვანეს — ცოტანი ხართ და ძვირი ჯდებაო. ალბათ, ყველგან რომ მორჩებიან გაზის და გზის დაგებას, აქ მერე მოვლენ,“ — ამბობს გიორგი.

სოფელში ცხოვრების გაგრძელება მისთვის თავისდაუნებური რისკი კი არა, არჩევანია.

„ქალაქიდან წამოვიდა, სოფელში უნდა ცხოვრება“

საუბარში გვიერთდება გიორგის მამა, შალვა წიქარიშვილი — ქალაქში მცხოვრები კაცი, რომელიც შვილს სოფლის საქმეში ეხმარება.



„ეგ ჩემი შვილია, იურისტი კაცია. ქალაქიდან წამოვიდა, სოფელში უნდა ცხოვრება. საქონელი გაიჩინა და ცოტა მომატების მხრივ ჩააკითხა გამგეობაში,“ — ჰყვება შალვა.

ახალგაზრდა მეურნის სურვილი — საქონლის რაოდენობის გაზრდა და საქმიანობის გაფართოება — ბიუროკრატიულ ბარიერს შეეჯახა.

„ბანკში გაგზავნეს. იქ უთხრეს: ერთი 50 სული უნდა გყავდეს, რომ მეურნეობის გაფართოებაში მოგეხმაროთო. 50 სული რომ ჰყავდეს, აქეთ ექნება ბანკი. ცოტა ხელის წაკვრა ხომ უნდა იყოს?“ — ამბობს შალვა.

მამა-შვილი ყოველდღიურობას შეძლებისდაგვარად უმკლავდებიან. შალვა ქალაქიდან ადის და, როგორც შეუძლია, ეხმარება.

„ცუდ ამინდში მანქანა ვერ ამოდის. აქ ადგილზე რატომ ვირჩევთ მთავრობას? გზა ხომ მაინც უნდა გაასწორონ,“ — ამატებს ის.

პატარა ყელეთი არც პირველი და, ალბათ, არც ბოლო სოფელია, რომელსაც მოსახლეობის სიმცირე, უგზოობა და უთანასწორო პირობები აშორებს განვითარებას. თუმცა აქაური ადამიანების სურვილი — იცხოვრონ და მოაშენონ მეურნეობა იქ, სადაც დაიბადნენ — ბოლომდე არ ქრება.

სოფელი თითქოს მუდმივ მოლოდინშია: ლოდინში გზაზე, გაზზე, მინიმალურ პირობებზე, რომელსაც სხვა ადგილებში ჩვეულებრივად აღიქვამენ.

მაგრამ იქ, სადაც 5 ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლე მაინც გრძელდება — ნელა, ურთულეს პირობებში, მაგრამ მტკიცედ.

 


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020