Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
IPRM-ის 133-ე შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ როგორც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ისე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ეგორ კოჩიევის განცხადებით, საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი კვლავ რჩება მათ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ისე IPRM-ის ფორმატში.

მისი თქმით, მხარეებს შორის კვლავ არსებობს სადავო მონაკვეთები. კოჩიევის განმარტებით, ქართული მხარე პრეტენზიას აცხადებს გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი მიუთითებს, რომ საქართველოს პოლიციის ერთი პოსტი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი თქმით, თბილისი ამ საკითხის IPRM-ის ფარგლებში განხილვაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ იგი ფორმატის მანდატს არ განეკუთვნება.

კოჩიევმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ დაკავებული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, თამაზ გოლოევის საქმეზე. მისი თქმით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხარეს ამ დრომდე არ აქვს სანდო ინფორმაცია გოლოევის ადგილსამყოფელის, სამართლებრივი სტატუსისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

კოჩიევის განცხადებით, ქართული მხარე მხოლოდ იმას იუწყება, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, ამის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს. მან აღნიშნა, რომ მოითხოვენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების დაშვებას დაკავებულთან. კოჩიევის ინფორმაციით, 25 ივნისისთვის დაგეგმილი სასამართლო სხდომა არ გაიმართა, ხოლო მომდევნო სხდომის თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას კოჩიევმა განაცხადა, რომ ე.წ. სანიტარულ ღობეებთან მიახლოებაც კი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეფასებით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევად ითვლება. მისი თქმით, ამ პოზიციის შესახებ განმარტებები მიეწოდათ საერთაშორისო დამკვირვებლებს.

კოჩიევის განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულების მხრიდან მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ერთხელ, მისი თქმით, ე.წ. სანიტარულ ღობეს საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები მიუახლოვდნენ. მისივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევების განმეორების შემთხვევაში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ მექანიზმს, მათ შორის "ცხელ ხაზს", IPღM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

სუს-ის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის ან წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია. შეხვედრაზე განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვასა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.

ამასთან, საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია იზრდება და მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის, მათ შორის უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPღM) მორიგი შეხვედრა 2026 წლის 8 სექტემბერს გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020