Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის შშმ პირი'' - საპატრულო პოლიციას 10 000 ლარი დააკისრეს დისკრიმინაციისთვის
საპატრულო პოლიციას შშმ პირის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. საქმე ეხება გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარ ინციდენტს.

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. გადაწყვეტილება 2026 წლის 18 მარტს მიიღეს, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

რა მოხდა ავტობანზე


გადაწყვეტილების მიხედვით, შშმ პირი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, სამ მეგობართან ერთად თბილისიდან მიემგზავრებოდა მეგობრის ავტომობილით. გზაში მანქანა გაფუჭდა და მათ გაჩერება მოუწიათ. ამ დროს მათთან მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც ავტომობილის მძღოლის შემოწმება დაიწყო. მალე მძღოლსა და პოლიციელებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

ინციდენტის დასაწყისში შშმ პირი მანქანაში იჯდა. გარკვეული დროის შემდეგ მან მეგობრებს სთხოვა, საბარგულიდან მისი ეტლი გადმოეღოთ, რადგან მანქანაში დიდხანს ყოფნის გამო სასწრაფოდ სჭირდებოდა საპირფარეშოთი სარგებლობა. მეგობარმა სცადა ეტლის ამოღება, მაგრამ, სარჩელის მიხედვით, პოლიციელებმა ფიზიკურად შეუშალეს ხელი და არ მისცეს ამის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცოდნენ მისი მდგომარეობისა და საჭიროების შესახებ.

განაჩენის მიხედვით, რადგან შშმ პირს შარდის შეკავება აღარ შეეძლო, ძლიერი სპაზმი დაეწყო. ბოლოს იძულებული გახდა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაშივე, ჩაცმულ მდგომარეობაში დაეკმაყოფილებინა. დოკუმენტის მიხედვით, მას დაახლოებით სამი საათის განმავლობაში არ მიეცა ეტლით სარგებლობის შესაძლებლობა და მთელი ეს დრო საკუთარ შარდში მოუწია ჯდომა. მოგვიანებით, მისი თქმით, ამის შედეგად გაეხსნა ძველი ნაწოლი (ტროფიკული წყლული), რომლის მკურნალობაც წლების განმავლობაში დასჭირდა.

ამის შემდეგ შშმ პირმა თავად დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. მისი თქმით, ინსპექციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, გაესაუბრნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ეტლით სარგებლობა. ამ დროისთვის კი უკვე მანქანაში ჰქონდა მოშარდული და უარი თქვა გადაჯდომაზე, რადგან სველი ტანსაცმლით მანქანიდან გადასვლა უხერხულად მიაჩნდა.

შემდეგ მისი მეგობარი სხვა ავტომობილით მივიდა, მოუტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი. მანამდე კი, სარჩელის თანახმად, შშმ პირი ქუჩაში სველი ტანსაცმლით ელოდებოდა, ხოლო ავტომობილი, რომლითაც მგზავრობდნენ, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

რა თქვა სასამართლოს პირველმა ინსტანციამ

პირველმა ინსტანციამ (თბილისის საქალაქო სასამართლომ) ჩათვალა, რომ პოლიციის ქმედებები დისკრიმინაციული არ იყო, არამედ მიზნად ისახავდა სამართალდარღვევის აღკვეთასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სასამართლოს მსჯელობა რამდენიმე ძირითად არგუმენტს ეყრდნობოდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიცია ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ამოწმებდა სამართალდამრღვევს და ცდილობდა სამართალდარღვევის აღკვეთას. ამიტომ მათი მოქმედებები დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდებოდა და ემსახურებოდა უსაფრთხოებას.

პირველი ინსტანციის შეფასებით, პროცედურის გაჭიანურება პოლიციის ბრალი არ იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მძღოლი და სხვა მგზავრები პოლიციას ხელს უშლიდნენ, არ ემორჩილებოდნენ მოთხოვნებს და ცდილობდნენ, მანქანა საჯარიმო სადგომზე არ გადაეყვანათ. სწორედ ამან გამოიწვია, სასამართლოს აზრით, მთელი ინციდენტის გახანგრძლივება.

სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაციის დასადგენად მხოლოდ იმის თქმა, რომ პირი თავს დისკრიმინირებულად გრძნობს, საკმარისი არ არის. მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა: რომ მის მიმართ განხორციელდა განსხვავებული მოპყრობა; და ეს განსხვავებული მოპყრობა სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით იყო განპირობებული.

სასამართლოს აზრით, შშმ პირმა ეს ვერ დაადასტურა. მორალური ზიანიც ამიტომ არ დააკმაყოფილა. რადგან სასამართლომ დისკრიმინაცია ვერ დაადგინა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა სახელმწიფოსთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც.

რა თქვა სააპელაციო სასამართლომ

შშმ პირმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას, მაშინ როცა პირველი ინსტანცია მიიჩნევდა, რომ საქმე მხოლოდ პოლიციის კანონიერ მოქმედებებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხებოდა.

საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვიდეოჩანაწერებსაც. სააპელაციო სასამართლომ აღწერა, რომ ჩანაწერებში რამდენჯერმე ისმის, როგორ ითხოვს შშმ პირი ეტლის გადმოტანას და ამბობს, რომ საპირფარეშო სჭირდება. ასევე ისმის სხვა მგზავრების სიტყვებიც: "კაცს მოფსმა უნდა" და "საპირფარეშო უნდა კაცს", თუმცა პოლიციელები მაინც არ აძლევენ ეტლის გადმოღების უფლებას. ამავე დროს, სასამართლოს შეფასებით, სხვა მგზავრები პერიოდულად თავისუფლად გადმოდიოდნენ მანქანიდან და ისევ ბრუნდებოდნენ, მაშინ როცა მხოლოდ შშმ პირს ეკრძალებოდა მანქანის დატოვება.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შშმ პირმა 112-ში დარეკა და დამატებითი საპატრულო ეკიპაჟი მივიდა, გახდა შესაძლებელი ეტლის საბარგულიდან გადმოტანა და აწყობა. როდესაც ეს მოხდა, უკვე უარს ამბობდა მანქანიდან გადმოსვლაზე, რადგან, მისი თქმით, უკვე იძულებული იყო მანქანაში მოეშარდა და ძლიერ დამცირებულად გრძნობდა თავს. ერთ-ერთ ვიდეოში იგი ტირის კიდეც.

რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

შსს-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა:

პოლიციელებმა იცოდნენ, რომ შშმ პირს საპირფარეშო სჭირდებოდა; სხვა მგზავრებს შეეძლოთ მანქანიდან გადმოსვლა, ხოლო მხოლოდ შშმ პირს არ აძლევდნენ ამის საშუალებას;
მიუხედავად იმისა, რომ ახსენებდნენ ახლომდებარე ბენზინგასამართ სადგურს, რეალურად მისი იქ გადაყვანის უზრუნველსაყოფად არაფერი გააკეთეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020