Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ერთი პატარა ოთახიდან გერმანული ენის შემსწავლელ ცენტრამდე - კობახიძეების ოთხი ათწლეულის ისტორია
1987 წელს დაწყებული ოჯახური
საქმიანობა დღეს უკვე ქარელსა და გორში მოქმედ გერმანული ენის
შემსწავლელ ცენტრად იქცა. კობახიძეების ისტორია თითქმის ოთხ ათწლეულს
ითვლის და ამ წლების განმავლობაში გერმანული ენის შესწავლით არაერთი
თაობის წარმომადგენელი დაინტერესდა. ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი,
გიორგი კობახიძე, გვიყვება, როგორ დაიწყო ყველაფერი და რას სთავაზობს
სასწავლებელი დღეს გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებულ
ადამიანებს.
კობახიძეების გერმანული ენის სწავლების ისტორია 1987 წელს იწყება. ყველაფერი ერთი პატარა ოთახით დაიწყო - იმ დროისთვის არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მოწყობილი სივრცით, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი მოსწავლისთვის საყვარელ ადგილად იქცა.
როგორც გიორგი კობახიძე ამბობს, საფუძველი სამი გერმანისტი დედმამიშვილიდან უფროსმა ჩაუყარა, რომელმაც უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლობასთან ერთად გერმანული ენის კერძოდ სწავლება გადაწყვიტა.
„სწორედ ამან დაუდო საფუძველი ჩვენს ოჯახში გერმანულის სწავლების ათწლეულოვან ისტორიას“, - აღნიშნავს გიორგი კობახიძე.
მოგვიანებით საქმიანობას მისი უფროსი და შეუერთდა, შემდეგ კი - მეორე დაც, რომელმაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლა საარლანდისა და ციურიხის უნივერსიტეტებში განაგრძო. საბოლოოდ, გერმანიაში, ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის დამთავრებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საქმიანობაში თავად გიორგი კობახიძეც ჩაერთო.
წლების განმავლობაში ოჯახური ინიციატივა თანდათან უფრო მასშტაბურ საგანმანათლებლო საქმიანობად ჩამოყალიბდა. რამდენიმე წლის წინ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების შემდეგ, კობახიძეებმა სკოლის ოფიციალურად დაარსება და საქმიანობის გაფართოება გადაწყვიტეს.
დღეს ცენტრი ქარელში სამ თანამედროვე, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვილ ოთახში ფუნქციონირებს. 2025 წლის ოქტომბრიდან კი ცენტრმა საქმიანობა გორშიც გააფართოვა და ახალი ჯგუფების მიღებისთვის ემზადება.
გერმანული ენა — ნებისმიერი ასაკისთვის

ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწავლების სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობაა. როგორც გიორგი კობახიძე ამბობს, სასწავლებელში გერმანული ენის სწავლა ფაქტობრივად ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია.
ამის შესაძლებლობას, მისი თქმით, პირველ რიგში, მასწავლებლების პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება ქმნის.
კობახიძეების ცენტრში, ოჯახის წევრების გარდა, კიდევ ორი მასწავლებელია დასაქმებული. გიორგი კობახიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი პროფესიონალიზმის, სანდოობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას — სწორედ ეს თვისებებია, მისი თქმით, ცენტრის გუნდის წევრად გახდომის აუცილებელი წინაპირობა.
სასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი კი მოსწავლეთა შედეგებია. გიორგი კობახიძის თქმით, თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ცენტრს მისაღებ და სხვადასხვა სასერტიფიკატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლე ფაქტობრივად არ ჰყოლია. სასწავლებლის გაფართოებასთან ერთად ასეთი შემთხვევებიც გამოჩნდა, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ისინი ერთეული და ძალიან იშვიათია.
ოთხივე ენობრივი კომპონენტი — თანაბარი ყურადღების ქვეშ
სწავლებისას ცენტრი თანამედროვე გერმანული გამომცემლობების მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს იყენებს. პროგრამა ოთხივე ძირითადი ენობრივი კომპონენტის განვითარებას მოიცავს — მეტყველებას, წაკითხულის გააზრებას, მოსმენილის გაგებასა და წერას.
ცენტრის მიდგომა სწორედ ამ უნარების თანაბარ განვითარებას ეფუძნება, რადგან გერმანული ენის სრულფასოვანი ცოდნა მხოლოდ გრამატიკის ან ლექსიკის ათვისებას არ ნიშნავს.
სასწავლებელში მსურველებს გერმანული ენის შესწავლა A1 დონიდან C1 დონის ჩათვლით შეუძლიათ. კურსები განკუთვნილია როგორც ენის საფუძვლების შესასწავლად, ისე ცოდნის გასაღრმავებლად და კონკრეტული გამოცდებისთვის მოსამზადებლად.
გერმანია — სწავლის, მუშაობისა და ახალი შესაძლებლობების გზა
გერმანული ენის შესწავლა ცენტრში შესაძლებელია სხვადასხვა მიზნისთვის. მათ შორისაა გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლა, ასევე Au-Pair პროგრამაში მონაწილეობა.
ცენტრი ამზადებს მსმენელებს Goethe-Institut-ის, ÖSD-ის, TELC-ისა და TestDaF-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია ეროვნული გამოცდებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაც.
სწავლის ფორმატიც მსმენელის საჭიროებებზეა მორგებული — მეცადინეობები ტარდება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ.
ახალი ეტაპი - გორი

კობახიძეების ცენტრისთვის გორში გაფართოება განვითარების ახალი ეტაპია. ცენტრმა გორში საქმიანობა 2025 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ხოლო ახალი სასწავლო ჯგუფების დაკომპლექტებას სექტემბრიდან გეგმავს.
ეს შესაძლებლობას აძლევს გორისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს, გერმანული ენა იმავე გამოცდილებისა და პროფესიული მიდგომების საფუძველზე შეისწავლონ, რომლითაც კობახიძეების ცენტრი თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მუშაობს.
ერთი პატარა ოთახით დაწყებული საქმიანობა დღეს უკვე თანამედროვე სასწავლო სივრცეებად, მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალი მასწავლებლების გუნდად არის ქცეული. თუმცა, როგორც ცენტრის ისტორიიდან ჩანს, მთავარი მაინც უცვლელია - გერმანული ენის სწავლებისადმი ოჯახური ერთგულება და სურვილი, ცოდნა მომავალ თაობებსაც გადასცენ.
გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცენტრის Facebook-გვერდზე „A.N.G. - კობახიძეების გერმანული ენის შემსწავლელი ცენტრი“, სადაც ასევე შესაძლებელია ცენტრის მასწავლებლების გამოცდილებისა და კომპეტენციის გაცნობა. საკონტაქტო ინფორმაცია და WhatsApp-ის ნომერიც აღნიშნულ გვერდზეა მითითებული.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани