Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« февраль 2026 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ღვინის ექსპორტი ევროპის ქვეყნების მიმართულებით გაზრდილია
2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეობის დარგი შეთანხმებულად მუშაობს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -11 076 205, ჩინეთი -2 391 981, უკრაინა - 1 874 212, პოლონეთი - 814 882 და ყაზახეთი - 602 407 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 207% (2 391 981), საფრანგეთი - 332% (65 040), აზერბაიჯანი - 217% (42 264), ისრაელი - 150% (65 490), რუსეთი - 87% (11 076 205), გერმანია - 38% (145 168), ბელარუსი - 37% (183 150), უკრაინა - 26% (1 874 212), პოლონეთი - 19% (814 882), ლატვია - 14% (400 190) და სხვა.

ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 325 298 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 10,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 177,4 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 96%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020