Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების ფლობის ფაქტების შემოწმება დაიწყო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების მფლობელთა დოკუმენტაციის გადამოწმების პროცესი დაიწყეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, პროცესი ადრეც მიმდინარეობდა, თუმცა, მაღალი საზოგადობრივი ინტერესიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდა.

ბოლო პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ხშირად შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში (ბულვარსა და სანაპირო ზოლზე), იმ მოქალაქეების საჭირო დოკუმენტები გადაამოწმეს, რომლებსაც ეგზოტიკური ცხოველები და ფრინველები (მაიმუნები და თუთიყუშები) დაჰყავთ და დამსვენებლებს მათთან ფოტოების გადაღებას სთავაზობენ.

,,ამ ეტაპისთვის შემოწმებული ყველა შემთხვევიდან დადასტურდა, რომ აღნიშნული ცხოველების მეპატრონეებს ცხოველთა ფლობისთვის საჭირო ყველა შესაბამისი დოკუმენტი წესრიგში აქვთ." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მსგავსი შეტყობინებების შემოსვლა ყოველ წელს აქტიურდება და დეპარტამენტის თანამშრომლებიც, შესაბამისად, მუდმივად ახდენენ ამ შემთხვევების გადამოწმებას.

,,ეს პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება და ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების ფლობის ფაქტები, არა მხოლოდ აჭარის რეგიონში, არამედ, მთელი საქართველოს მასშტაბით მოწმდება." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020