Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
რა ხდება გორის საგზაო ტენდერებში - პარლამენტარის კომპანია მერს ,,წინადადებებით" მიმართავს
გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის
კომპანიის ,,იბოლიას" წარმომადგენელმა, მერს, კოტე თავზარაშვილს
თბილისის ქუჩაზე, თუჯის მონოლითური ცხაურების ნაცვლად, ანაკრეფი
კონსტრუქციები დაამონტაჟებინა. ამის ამსახველი დოკუმენტი შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა.
ანაკრეფი ცხაურები კი ქალაქის ტერიტორიაზე დიდი ხანია სანიაღვრე არხებში ცვივა, რომლის შესარემონტებლად ,,კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოების წარმოება უწევთ. არხებში ჩაცვივად მაგალითად გორიჯვრისა და კეცხოველის ქუჩაზე დამონტაჟებული ცხაურები. ისინი 2016 წელს, დეპუტატის მეგობრის, შოთა აბულაძის კომპანიამ გააკეთა.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ,,იბოლიას" დირექტორი გორის მერს არწმუნებს, რომ თუჯის თავსახურიანი ჭების დამზადება დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, მთავარი ქუჩა დიდი ხნით გადაიკეტება, რაც მიზანშეწონილი არ არისო.
იხ. ფოტო ,,იბოლიას" წერილი გორის მერს:
,,შემოვდივართ წინადადებებით, რომ სანიაღვრე არხები შეიცვალოს ანაკრეფი კონსტრუქციით." - აღნიშნულია წერილში. იოსებ მაკრახიძის კომპანიის წინადადებებით, თუჯის კონსტრუქციები საერთოდ ამოიღეს პროექტიდან და ანაკრეფი ცხაურები დატოვეს.
რატომ გაითვალისწინა გორის მერმა ,,იბოლიას" დირექტორის ,,წინადადება", მაშინ როდესაც სამუშაოებზე ზედამხედველობას გორში კომპანია ,,ოპტიმალგრუპის" ინჟინრები აწარმოებენ. ისინი რამდენიმე დღის წინ გორში ჩამოვიდნენ და სწორედ თბილისის ქუჩა დაათვალიერეს. პრეს-სამსახურებმა, მხოლოდ, ის თქვეს, რომ გორში აქტიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც გუბერნატორი ათვალიერებს.
გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურაბ ჯალაღანია წერს, რომ კომპანია ,,იბოლიამ" თბილისის ქუჩაზე ეკონომიურად იმუშავა, ხოლო მორჩენილი თანხებით დამატებითი სამუშაოები გასწია. რა დამატებით სამუშაოებზეა საუბარი, ამის შესახებ ჯალაღანია განმარტებას არ იძლევა. შესყიდვების სამსახურში არც ის დოკუმენტია გასაჯაროებული, სადაც კომპანია ,,ოპტიმალგრუპის" ექსპერტების დასკვნა იქნებოდა მოცემული. ინფრასტრუქტურის სამსახური, საპროექტო და სახელშეკრულებო ცვლილელების დროს, ,,ოპტიმალგრუპის" დასკვნას ელექტრონულად არ ასაჯაროებს.
ფოტოზე: მარცხნივ - თუჯის თავსახურიანი ცხაურები, რომელიც პროექტის თავდაპირველ ვარიანტით იყო გათვალისწინებული, ხოლო მარჯვნივ - ანაკრეფი ცხაურები, რომლის განხორციელება პარლამენტარის კომპანიამ ითხოვა.
შიდა ქართლის გუბერნატორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფთან ერთად გორში მიმდინარე პროექტებს გაეცნო
2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 250 მილიონი ლარის 770 ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული, აქედან, შიდა ქართლში განხორციელდა 40 პროექტი, რომლის ღირებულებამაც, ჯამში, 20 მილიონი ლარი შეადგინა.
ფოტოზე: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის ქუჩაზე

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани