Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« января 2026 »»
п в с ч п с в
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილმა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს უმასპინძლა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სახელით მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, სადაც ქეთევან ციხელაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და კონფლიქტით დაზარალებულ, გამყოფი ხაზის განაპირა სოფლებში მცხოვრებ ქალბატონებს უმასპინძლა.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ როუზ გოტმიოლერის სტუმრობით საქართველოს და მისი ხალხის მიმართ ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

„მჯერა, რაც მეტი ქალი იქნება ჩართული სამშვიდობო პროცესში, მით მეტი მშვიდობა იქნება მთლიანად მსოფლიოში, სადაც საუბედუროდ ბევრი კონფლიქტი და ნგრევაა დღესაც. ქალები ხშირად ომის და კონფლიქტის ყველაზე მოწყვლადი მსხვერპლი არიან, მაგრამ იგივე ქალები ხშირად მშვიდობის ყველაზე აქტიურ და გამბედავ აქტორებად გვევლინებიან. თითოეულ თქვენგანს ვუდასტურებ პატივისცემას და ასევე მათ, ვინც დღეს ამ დარბაზში არ იმყოფება, მაგრამ აქტიური მშვიდობისმყოფელია.

„აქ არიან სახალხო დიპლომატიაში ჩართული ქალები, რომლებიც წლებია თავდადებით, უხმაურო მუშაობენ და იბრძვიან იმისთვის, რომ ჩატეხილი ხიდები და ნდობა აღდგეს და აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა და ტკივილი. აქ არიან ქალბატონები, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართების პირისპირ და ყოველდღე, ამ უმძიმეს რეალობაში, სხვებს აჩვენებენ შეუპოვრობის, მონდომებისა და სიკეთის მაგალითს, თავადაც ეხმარებიან სხვებს.
„აქ არიან დღეს აქტიური და მამაცი ქალბატონები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელთა ვინაობაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მათ შორის მედიკოსები, მეწარმეები განსაკუთრებით მასწავლებლები, ჩვენი დროის გამორჩეული გმირები, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად ზრუნავენ მომავალი თაობის გადარჩენაზე, და ახერხებენ ფაქტობრივად განათლების უფლება აყრილ ქართველ ბავშვებს კარგი განათლება მისცენ. მადლობა მათ ამ გმირებისთვის,“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

აქვე მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს იმ გამბედაობისა და მამაცობისთვის, რაც გამოიჩინეს ომისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს - საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეჩვენებინათ ომის სისასტიკე, რათა მშვიდობაზე მეტად ვიზრუნოთ.

„ბოლოს, თითოეულ ქალს და დედას ვუსურვებ ყოველი დღე ყოფილიყოს მშვიდობის დღე, რადგან მჯერა, ყველა დედისთვის, იქნება აფხაზი, ქართველი თუ ოსი, ერთნაირად მნიშვნელოვანია შვილების მშვიდობიანი მომავალი და ეს არის ჩვენი საერთო ინტერესიც და შერიგების მთავარი საფუძველიც“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

როუზ გოტმიოლერმა გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ადამიანების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უწევთ ყოველგვარი სირთულის გადატანა.

"დროდადრო ხალხი მეკითხება მე, ნატო თავდაცვის თვალსაზრისით და მის გარდა რაში არის აქტიურად ჩართული. მე ყოველთვის ვპასუხობ - თავდაცვა, შეკავება და მშვიდობის დამყარება ალიანსის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ამოცანა გახლავთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გვასწავლიან მშვიდობის ფასს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის მიღმა, რომლებზეც ყოველდღიურად აისახება ის სირთულეები, რაც მათ რეგიონში არსებობს. მოგმართავთ თქვენ, რომ თქვენგან გვინდა ვისწავლოთ შერიგების გზები, თქვენგან უნდა შევიმეცნოთ ეს." - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020