რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სად არის გორის ციხისთვის ჩამოტანილი დიდი დროშა?
დღეს, 14 იანვარს, გორის ციხეზე დიდი ეროვნული დროშა არ გამოფინეს.
აღნიშნული დროშა გორში ჯერ კიდევ 3-წლის წინ, 2016 წელს ,,ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩამოიტანეს.
ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ დროშა გორში აღარ იმყოფება. ,,როგორც ვიცი, მაშინ ორგანიზატორებმა ისევ თბილისში წაიღეს" - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.
2016 წელს კი, 11 ივლისს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ოფისის წარმომადგენლებმა ეროვნული დროშა გორის ციხეზე გამოფინეს. მერიამ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მაშინ დროშა ჩამოახსნევინა.
დღეს, საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით, ეროვნული დროშები გამოფინეს სახელმწიფო ორგანიზაციების ფანჯრებიდან.
საბჭომ ასევე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.
1. ფოტოზე - 2016 წლის 11 ივლისი, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დროშა გამოფინეს.

2. ფოტო - გორის ციხე, 14 იანვარი, საქართველოს დროშის დღე.

ამავე კატეგორიაში

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

კვლევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები