რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
პროტესტი ,,სისხლიან მიწებს" - სტალინის მუზეუმში

 

 

 

,,დაუშვებელია ჰიტლერისა და სტალინის შედარება, ეს მკრეხელობაა. შეუძლებლად მიმაჩნია, შევიდე დისკუსიაში იმ ხალხთან, რომლებმაც გაბედეს და ჩამოიტანეს წიგნი, რომელიც ჰიტლერს და სტალინს ერთ საფეხურზე აყენებს." - განაცხადა საზოგადოება ,,სტალინის" ხელმძღვანელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

 

,,დიახ, უფასოდ არიგებენ წიგნებს, რომლითაც ტყუილს სინამდვილედ აჩვენებენ. ჩვენი წინაპრები ზღაპრებს რომ თხავზდნენ, ისინი სიკეთით იყო სავსე. ეს ბოროტებით არის სავსე. ახალგაზრდებს ნუ ვზრდით ბოროტებით. ბოროტებაა ის, რომ სტალინს ჰიტლერის გვერდით ვაყენებთ" - აღნიშნა ვალერი სუხიშვილმა, სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა.

 

ამის შემდეგ წიგნით უკმაყოფილო ადამიანებმა შეხვედრა დატოვეს.

 

სტალინის მუზეუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამი” ტიმოთი სნაიდერის წიგნის: “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის” თარგმანის პრეზენტაცია მაინც გაიმართა. პრეზენტაციას ორგანიზაცია ,,რადარამის" მენეჯერი მარიამ ადუაშვილი უძღვებოდა; ხოლო ისტორიის დოქტორანტმა  ნუკრი შოშიაშვილმა წიგნი შეაფასა. მისი თქმით, ისინი გორში არ ჩამოსულან იმისათვის, რომ დისკურსი სტალინი ,,ცუდია ან კარგიას" კუთხით გამართულიყო.

 

,,ლიბერალები აპელირებენ მსხვერპლის კუთხით, ხოლო სტალინის მომხრეები - სტალინის პროგრესულობის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს ორივე იყო და შეუძლებელია, ერთმანეთისგან გამიჯვნა.  მაგრამ ეს იყო უბრალოდ სოციალური გარდატეხის ბუნება თუ სტალინის პიროვნების ბოროტი მხარე, ამას სხვადასხვა პასუხი აქვს. ჩემი პირადი აზრით, ეს არის უბრალოდ სოციალური მოვლენები. იმიტომ, რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით საფრანგეთის რევოლუციას, მასაც თან ახლდა დიდი ტერორი, შემდეგ სხვადასხვა რევოლუციებსაც თან ახლდა დიდი ტერორი და არც რუსეთი და საბჭოთა კავშირი იყო გამონაკლისი. ეს ლოგიკა, სოციალური გარდატეხის და მოდერნიზაციის ლოგიკა, ყველა ქვეყანაში იწვევს დიდ მსხვერპლს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მსხვერპლის ფასი. სწორედ სნაიდერის წიგნის მიზანიც ის არის, რომ ეს მსხვერპლი არ იყოს დავიწყებული" - აღნიშნა ნუკრი შოშიაშვილმა.

 

წიგნის ავტორი, ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა.

 

,,ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ." - წერია წიგნში.


"რადარამი" ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. ჩვენი სურვილია შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას. წიგნი გამოიცა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში
დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
22:03 / 14.07.2026
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში
მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც
მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
20:42 / 14.07.2026
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
15:11 / 14.07.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს
ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს ავრცელებს
13:28 / 14.07.2026
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13
ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში
მართავდა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13 ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
12:23 / 14.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.