რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
რა აკავშირებს მწვანე ზოლზე დაწყებულ მშენებლობასთან გორის ვიცე-მერს
გორში, წმინდაწყალზე, ცხინვალის გზატკეცილის გასწვრივ არსებული მწვანე ზოლი გასულ წელს გაიჩეხა. მის ადგილზე კი, ავტო-ტექმომსახურების სახელოსნოს მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობა 2019 წლის 10 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მისმა მფლობელმა 18-თვიან ვადაში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. ამჟამინდელი მფლობელი ნინო ელიჯარაშვილი გორის ვიცე-მერის ერასტი ელიჯარაშვილის დაა.

1656.00 კვ.მ ფართობის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ჭადრები იდგა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, 2017 წლის 4 აგვისტოს, საკრებულოს თანხმობით, გორის მერმა 49-წლიანი აღგანობის უფლებით, ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ოჯახის წევრს გადასცა.

2017 წლის 10 ნოემბერს, აღნიშნულ მიწაზე მშენებლობის ნებართვა გაიცა.  2018 წლის 8 ივნისს მიწა და სამშენებლო ობიექტი გაასხვისეს ნინო ელიჯარაშვილზე, რომელიც ამჟამინდელი მერის პირველი მოადგილის დაა.

ვალდებულებების შესრულება ნინო ელიჯარაშვილს დაეკისრა. მშენებლობის სანებართვო მოწმობა 2018 წლის 27 სექტემბერს გაიცა. ერასტი ელიჯარაშვილი ვიცე-მერად 2019 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის გენინსპექციის თანამშრომელი იყო.

2019 წლის 3 აპრილს ნინო ელიჯარაშვილმა გორის მერს განცხადებით მიმართა, რომელიც ეხება 2017 წლის 10 ნოემბერს დადებული სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 (თვრამეტი) თვიანი მშენებლობის ვადის გაგრძელებას.

,,აღნაგობის ხელშეკრულების დადების თარიღის გათვალისწინებით ავტო-მომსახურების სერვისცენტრის ასაშენებლად გათვალისწინებული 18 (თვრამეტი) თვიანი ვადა გადის 2019 წლის 10 მაისს. აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენობის აშენება. აღნაგობის უფლების მესამე პირზე გასხვისებისა და იმის გათვალისწინებით, რომ აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტო-მომსახურების სერვისცენტრის ასაშენებლად, მშენებლობის ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 25 იანვრამდე პერიოდი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ელიჯარაშვილისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ავტო-მომსახურების სერვისცენტრის ასაშენებლად და ფუნქციონირების დასაწყებად განსაზღვრული 18 (თვრამეტი) თვიანი ვადა გააგრძელოს 2020 წლის 25 იანვრამდე." - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ვადის გაგრძელების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მაისის სხდომაზე იმსჯელებს.

ქვემოთ ფოტოზე: საჯარო რეესტრის რუკა, სადაც მონიშნულ ადგილზე მწვანე საფარი ჩანს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.