რედაქტორის რჩევით
ბრინჯში დამალული ჰეროინის საქმე - შსს-მ ტრანზიტული ნარკორეალიზაციის ფაქტი ვერ დაადასტურა
ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელსაც მანქანის
საწევარაში მოთავსებულ ბრინჯში დამალული ჰეროინი უპოვეს, 18 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ
2019 წლის 18 თებერვალს მიიღო.
საქმის მასალების მიხედვით, ჰეროინი ბრინჯის ქვეშ იყო დამალული. ბრალდების მიხედვით, ნიდერლანდელ მოქალაქეს, ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში შემტანილი ბრინჯი, ბათუმის პორტიდან, უკრაინაში უნდა წაეღო, ბორანით. უკრაინიდან კი, - ნოდერლანდების სამეფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ბათუმის პორტში" ნიდერლანდების მოქალაქემ 8 985 კგ ბრინჯი მიიტანა .
,,აღნიშნული ავტომანქანა დასკანერების მიზნით გადაიყვანეს ადლიის სტაციონარულ სკანერზე, რის შედეგადაც მისაბმელის ძარის ქვედა ნაწილში აღმოჩენილი სამალავიდან ამოიღეს 356 ცალი ვერცხლისფერი ბრიკეტი. ერთ-ერთი ბრიკეტიდან ამოღებული ნიმუშის სპეციალური ტესტით შემოწმებისას დადგინდა, რომ აღმოჩენილი ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს". - წერია ბრალდებაში.
2016 წლის 13 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს 356 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ცალ ბრიკეტად დაფასოებული ფხვნილი, რომელიც წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება,,ჰეროინის" შემცველ ნარევს, საერთო წონით - 177 750.8 გრ (177 კგ და 750.8 გრ), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის" წონა იყო - 96 598.67 გრ (96 კგ და 598.67გრ).
უზენაესმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა წინასწარ გამოძიებაში აღიარა დანაშაული და მიუთითა, რომ ნარკოტიკი ირანიდან მოჰქონდა. თუმცა, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ნიდერლანდების მოქალაქე ირანში ვერ ჩავიდა, რადგან ვიზა არ მისცეს.
,, ტვირთის(ბრინჯის) წამოსაღებად მოქალაქე ფიზიკურად ვერ ჩავიდა ირანში (უარი ეთქვა ვიზაზე) და საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის 8 ივნისს, მანამ, სანამ მისი კუთვნილი საწევარა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთდა; შემდეგ, იმავე წლის 10 ივნისს, მისმა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არა ა. მ. ბ., არამედ - ს.ო., უპრობლემოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი წითელი ხიდის გავლით; საწევარა 2016 წლის 10 ივნისიდან - იმავე წლის 12 ივნისის შუალედში განთავსებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე. არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, თუ სად, რომელ ქვეყანაში და როდის განთავსდა ავტომანქანის სამალავში ნარკოტიკული ნივთიერება." - აღნიშნა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში.
უზენაესმა სასამართლომ მუხლი - ,,განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის" შესახებ, მოხსნა, საკმარისი მტკიცებულებები არარსებობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაული ,,განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობად" იქნა მიჩნეული.

შსს-ს
პოზიცია

სასამართლოს

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები