რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
რესტორან “მზიურთან“ მომხდარ ფაქტზე POST-TV-ს წამყვანმა მტკიცებულებები წარადგინა
ტელეკომპანია POST-TV-ს გადაცემა „მეგობრების დღიურის“ წამყვანი ნინო ადამაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა ლევან სამხარაულის სახელობის გორის ექსპერტიზის ბიუროში მიიყვანეს.

ის ამტკიცებს, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ თავის ძლიერი ტკივილები აქვს რადგან, დიზაინერმა გიორგი მასხულიამ თმით ითრია. ადამაშვილი ამბობს, რომ შემთხვევის დროს დაეხა კაბაც.

,,ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ მე თავის ტკივილები მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი მასხულიამ თმაში ხელი წამავლო და მათრია. გუშინ ექიმთანაც ვიყავი და დამამშვიდებელი ნემსები გამიკეთეს, მაგრამ თავის ნახევარი მხარე მაინც მტკივა. ამ ყველაფრის გამო, გადავწყვიტე, მოვსულიყავი აქ და ექსპერტიზა ჩავიტარო. ვაკეთებ ჩემი ჯანმრთელობისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ისეთი მოძალადე ადამიანი, როგორიც არის გიორგი მასხულია, ჩვენ ქალაქში ყველამ იცის ეგ, უნდა დაისაჯოს. ჩემი ნარინჯისფერი კაბა, რომელიც მე გუშინ მეცვა, იღლიის ქვეშ არის ჩამოფხრეწილი, ძალადობის დროს ჩამომეფხრიწა. კაბასაც და მეც გაგვსინჯავენ და ექსპერტიზას ჩაგვიტარდება.“-ამბობს ადამაშვილი.

POST-TV-ს წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან დაზარალებულის სატატუსის მინიჭებას ითხოვს. მისი ინფორმაციით, მასზე ძალადობის ფაქტი რესტორან „მზიურის“ სათვალთვალო კამერებს უნდა დაეფიქსირებინა, ეს ჩანაწერები კი, პოლიციამ უკვე ამოიღო.

ადამაშვილსაც და POST-TV-ს გადამღები ჯგუფის სხვა წევრებსაც გორის პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ.

,,ღამის 4 საათზე გამოვედით მე და მთელი ჩემი ,,POST-TV-ს გუნდი დაკითხვიდან. რაც შეეხება რობერტო მავანის თემას, მაგაზეც გავაკეთებ კომენტარს. ჩემი თანამშრომელი და მეგობარია, ისევე ვმეგობრობ, როგორც სოსოსთან. მათი გადასაწყვეტი იყო ჩამოვიდოდნენ თუ არა გადასაღებად. სხვათა შორის, სოსო კავკავაშვილმა მთხოვა, მათი ჩამოყვანა, რადგან რობერტო მავანი მაგათ ღონისძიებებზე ხშირად დადის. ასევე უნდოდა სოსოს ჩვენი მეორე გადაცემის ,,რიკოთი ლაივის“ წამყვანის, ,,ჭუტას“ ჩამოყვანაც. რობერტო მავანის დაპატიჟება სოსომ მთხოვა. მე გეტყვით, როგორ იყო, ტყუილი რომ არ გამომივიდეს. სოსომ მთხოვა მოიყვანეო, მე ვუთხარი ვეტყვი და მოვიყვანთქო, გადავეცი მავანის და მითხრა რომ წავიდეთო. რამდენიმე დღით ადრე სურათი შეიცვალა და სოსომ თქვა, გორის მერია არის წინააღმდეგი რობერტო მავანის ჩამოყვანაზეო, რადგან თემა იყო ოკუპაციაზე. სოსომ უთხრა თვითონ მავანის, რომ აღარ ჩამოხვიდეო. ამის შემდეგ მე არაფერში ჩავრეულვარ.“-გვითხრა ადამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რესტორან “მზიურში” პოლიცია გუშინ ღამით გამოიძახეს. “რეგიონ ფეშენ ვიქის” ორგანიზატორები შენობიდან პოს-TV-ის გადამღები ჯგუფის, კერძოდ კი, „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფოს მანქანით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ფეშენ ვიქის” მეორე ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ საღამოს ჩაშლაში პოს-TV დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ფაქტს სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვეს. ინტერნეტ ტელევიზიის წარმომადგენელმა მერიკო კარტოზიამ ბრალდებას უსაფუძვლო
უწოდა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც რესტორნიდან “რობერტო მავანის“ წასვლა მოითხოვეს, შენობა დატოვეს.

ამის შემდეგ, პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება. ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია, რის გამოც პატრულში დარეკა. მასხულია ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი ადამაშვილსაც მიუძღვის. მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, გორი „რეგიონ ფეშენ ვიკს“ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, მოდების ფესტივალი გუშინ უნდა დახურულიყო, თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე „ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა და ამ დრომდე „გორმედში“ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დდაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, გადადებას რესტორან „მზიურში“ გამართვა არჩიეს, რადგან, ღონისძიებაზე დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრები ჩამოვიდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.