რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ქარელის მერი პირდაპირ ხელშეკრულებებს ახლადშექმნილ კომპანიებთან აფორმებს
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, პირდაპირი წესით, ხელშეკრულებებს იმ კომპანიების წარმომადგენლებთან აფორმებს, რომლებიც 2019 წელს დაფუძნდნენ.

მაგალითად, ბრეთის მეურნეობაში ამბულატორიის რეაბილიტაციას ის კომპანია განახორციელებს, რომელიც 2019 წლის აპრილში დარეგისტრირდა. შპს ,,თრიალეთი 2019"-ს ხელშეკრულება 2019 წლის 17 ოქტომბერს გაუფორმა.

კომპანიის წარმომადგენელი კობა მარჯანიძე Qartli.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რაიმე სახის მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიას აქამდე არ ჩაუტარებია.

„დაგვიმონტაჟებია გათბობა, გაგვიკეთებია წყარო, მაგრამ შენობის რეაბილიტაცია აქამდე არასდროს ჩაგვიტარებია. ხელშეკრულების ფარგლებში სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ამბულატორიის 3 ოთახი უნდა გავაკეთოთ, ასევე საკანალიზაციო ქსელი და სხვა სამუშაოები“- უთხრა Qartli.ge-ს კობა მარჯანიძემ

Qartli.ge ქარელის მუნიციპალიტეტის მერს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება არ გააჩნია.

„ამ კომპანისთან უკვე ბევრი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ვგულისხმობ. „თრიალეთი 2019 „ მიმდინარე წელს დარეგისტრირდა და ჩვენს გავუფორმეთ პირდაპირი ხელშეკრულებები. თუ თქვენც დაარეგისტრირებთ შპს-ს ერთ პროექტს თქვენც მოგცემთ, სამუშაოებს თუ კარგად შეასრულებთ, შემდეგ სხვა ხელშეკრულებესაც გაგიფორმებთ. ასე ხდება აბა 10 000 ლარის გამო თბილისიდან ქარელში არავინ ჩამოვა“- ამბობს ზაზა გულიაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტსა და შპს „თრიალეთი 2019“-ს შორის ხელშეკრულება 17 ოქტომბერს გაფორმდა. კომპანი ვალდებულია ამბულატორიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 45 დღის ვადაში 2 დეკემბრამდე დაასრულოს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.