რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
საქართველოს მთავრობა: ,,ექიმის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო მეგობარი იყო ჩართული"
50-დღიანი პატიმრობის შემდეგ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ექიმი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.

გათავისუფლების შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულა

„დღეს ბატონი ვაჟა გათავისუფლდა. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და დარწმუნებული ვარ ყველა ქართველისთვის სასიხარულო ამბავი. რა თქმა უნდა პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ბატონი ვაჟას უკანონოდ ტუსაღობა, ჩვენ სახელმწიფო უწყებები ყველა მიმართულებით ვიყავით ჩართულები, აბსოლუტურად ჩვენი ყველა საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თქმა უნდა მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ოჯახთან და ოჯახი მუდმივად იყო ინფორმირებული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. ეს შედეგი არის ყველასთვის სასიხარულო და ძალიან მისასალმებელია, რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს გაატარებს საკუთარ ოჯახთან ერთად. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვამბობთ იმას, რომ მაშინ როდესაც ასეთი მობილიზებული, ასეთი კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად, გვხვდებოდა პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ცდილობდნენ კაპიტალიზაციას და თითქოს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებდა. ეს არის არასწორი მიდგომა, არასწორი პოზიციონირება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ მაქსიმალური მობილიზება, როგორც ადგილობრივი რესურსის ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„სრულიად მოულოდნელია. არც ველოდებოდი, რომ დღეს ასე მოხდებოდა. გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც, მართალი გითხრათ, თავს ვიკავებდი. ალბათ უფრო ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული და ცოტა ძნელია, რომ გითხრათ... პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება... (მადლობა) ჩემს ლამაზ მეუღლეს, ბრწყინვალე შვილებს და ყველა იმ ჩემს მეგობარს, რომლებიც ამ თვე-ნახევრის განმავლობაში გვერდში მედგნენ“, - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ემოციურ ვიდეოკომენტარში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.