ახალი ამბები
გელა ფილაურმა და ანგელინა დამენიამ საფრანგეთში ჯილდო მიიღეს - თებერვალში გორში ელოდებიან
საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, საერთაშორისო კონკურსზე, რომლის სახელწოდებაა ,,Circle Foundation for the Arts",  ანგელინა დამენისა და გელა ფილაურს ჯილდოები გადაეცათ. 668 კონკურსანტს შორის, მათმა ნამუშევრებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.



გელა ფილაური წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. ლიონში მიღებული წარმატების შემდეგ, მათი ნამუშევრების ნახვა გორშიც გახდება შესაძლებელი.

კერძოდ, 12-21 თებერვალს, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ფოიეში მათი ერთობლივი, პერსონალური გამოფენა
გაიმართება.

,,დიაპაზონი - კლასიკიდან მოდერნამდე" - ასე ქვია გამოფენას, რომლის ჩატარების თარიღი სამხატვრო სკოლის ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა.

გასულ წელს, 2019 წლის ოქტომბერში, ანგელინასა და გელას ნახატები ვატიკანში, ,,საიდუმლო სერობის" 500-წლიან იუბილეზე გამოფინეს. ,,ნეტგაზეთი" წერდა, რომ ისინი პირველი მხატვრები არიან საქართველოდან, რომლის ნამუშევრები ვატიკანში გამოფინეს.

გელა ფილაური მეუღლესთან, ანჟელინა დამენიასთან ერთად, გამოფენებს თითქმის ყოველწლიურად აწყობს. 2019 წლის იანვარში მათ მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით ,,ხელოვნების კვირეული ისრაელში". მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018 წელი. მათი ნამუშევრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6 მარტს კი ,,არტ პროექტი ნიუ-იორკ"-ის მონაწილეები იყვნენ. 9 ივლისიდან 13 ივლისამდე კი რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა. 25 ივლისს აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში ,,ლურჯი აბსტრაქცია" მიიღეს მონაწილეობა.

იხ. ვიდეო საშობაო გამოფენიდან (2018 წლის დეკემბერი, გორი)




იხ. ამავე თემაზე:


რთულ წლებში შექმნილი ნახატები გორის საშობაო გამოფენაზე

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
,,ცალკე, დამოუკიდებელ კორპუსში უკვე ყალიბდება 35 საწოლზე გათვლილი
კოვიდის კლინიკა მძიმე
,,ცალკე, დამოუკიდებელ კორპუსში უკვე ყალიბდება 35 საწოლზე გათვლილი კოვიდის კლინიკა მძიმე
19:26 / 19.10.2020
პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"" ახორციელებს, რომლის წარმომადგენელმა ლევან გეგეშიძემ გადაცემა

17:45 / 19.10.2020
თიბისის სტიპენდიატები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია.
თიბისის სტიპენდიატები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია.
16:47 / 19.10.2020
მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვახვრელში
მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქვახვრელში
16:08 / 19.10.2020
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით
მიმდინარეობს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

15:15 / 19.10.2020
ვიდეორეპორტაჟი

პროექტს მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი"" ახორციელებს, რომლის წარმომადგენელმა ლევან გეგეშიძემ გადაცემა

გზა ძამის ხეობიდან გადადის, მიუყვება აბუხალოწყლის ჭალას და ჩაბნელებულ ტყეში იკარგება. თითქოს აქ გზას

" ონლაინ გაკვეთილების დროს, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ჰო და ესეთი ვარიანტი მოვიფიქრე.

ხან მეზობლები მაწოდებენ საჭმელს. პურს გამოაცხობენ და მომიტანენ ხოლმე
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.