რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
რატომ გაუტყდა გორიდან ქუთაისში წაყვანილ ,კრაზს" საბუქსირე მექანიზმი
დაზიანებული აღმოჩნდა საბუქსირე მექანიზმი, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ,,კრაზი“ გორიდან ქუთაისში გადაყავდათ და რიკოთზე გადაყირავდა. ექსპერტიზის დასკვნით, საბუქსირე მექანიზმი კუსტარულად დამზადებული აღმოჩნდა. დადგინდა ისიც, რომ იმ ღამით სამხედრო ბაზაზე სხვა საბუქსირე მექანიზმი არ გააჩნდათ.

თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მანქანის გაუმართაობა მძღოლის ბრალი იყო და მას 26 000 ლარის გადახდა და დაღვრილი 235 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურებაც მოსთხოვა. მძღოლი აღნიშნულ თანხას არ იხდის. ის ახალციხეში ცხოვრობს და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დავა 2017 წელს დაიწყო.

2017 წლის მაისში, ახალციხის სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ 13 000 ლარის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა არ იკვეთება.

ამის შემდეგ დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა. უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განუხილველად დატოვა, მძღოლი საბოლოოდ გამართლებული დარჩა.

რა მოხდა რიკოთზე

საქმე იმაშია, რომ ქუთაისის ბატალიონის მორიგემ ამავე ბატალიონის სათადარიგო მძღოლს უბრძანა, რომ გორიდან დაზიანებული მანქანა ქუთაისში ჩაეყვანა. ბატალიონის მეთაურმა აუხსნა, რომ დაზიანებული მანქანა მთავარ მაგისტრალზე იყო გაჩერებული.

,,ვინაიდან ბატალიონის ავტოფარეხში სხვა საბუქსირე მექანიზმი არ იყო, აიღო ხისტი საბუქსირე მექანიზმი, რომლის ვარგისიანობა არ შეუმოწმებია, დადო ავტომანქანის ძარაზე და გაემგზავრა ქ.გორისკენ, სადაც ჩავიდა დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, ჩაუბა დაზიანებული ავტომანქანა მასზე განპირობებულ ავტომანქანას და დაიძრა ქ.ქუთაისის მიმართულებით. ხარაგაულის რაიონში, დაახლოებით 03:00 საათზე, ავტომანქანის მოძრაობისას, საბუქსირე მექანიზმი გატყდა, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.“ - აღნიშნულია დასკვნაში.

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ხისტი საბუქსირე მექანიზმი იყო ქარხნულად დამზადებული, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას სამ ადგილას აღენიშნებოდა კუსტარულად გადაკეთების კვლები და მიუხედავად მისი გადაკეთებისა, იგი კვლავ რჩებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექსპლუატაციაში.

მძღოლმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ხისტი საბუქსირე საშუალება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ სპეციალურ საწყობში (გარაჟში) ინახებოდა, რომელიც ილუქებოდა და მასზე მხოლოდ ზედამხედველ თანამშრომელს – „ტექნიკის უფროსს“ მიუწვდებოდა ხელი. გარაჟის პლომბიც და გასაღებიც სწორედ მას ჰქონდა.

მისივე განცხადებით, როგორც მძღოლს, მხოლოდ მანქანის მართვა ევალებოდა და გამოძახებაზე მარტო არასოდეს გადიოდა. ყველა მანქანას, როგორც წესი, მიყვებოდა „ტექნიკის უფროსი“, რომელიც პასუხისმგებელი იყო მანქანის გამართულობაზე.

ასევე დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ ერთი ერთეული ხისტი საბუქსირე საშუალება გააჩნდა და ყველა მას იყენებდა, შესაბამისად, მმძღოლმაც ის გამოიყენა, რაც იყო, ვინაიდან სხვა არჩევანი არ ჰქონია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.