რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
მონატრებული პაპა გარდაიცვალა სოფელ ყანჩავეთში - ახალგორი
ფოტოზე:
6px;">სერიოჟა ჯარმელაშვილი შვილიშვილებთან ერთად, 2020 წლის თებერვალი

სულ ამბობდა, ჩემ მშობლიურ მიწაზე მინდა დამმარხონო. როცა თებერვალში გზა 10 დღით გაიხსნა, შეძლო ახალგორის რაიონიდან გამოსვლა. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად რამდენიმე დღე დაჰყო და ისევ დაბრუნდა მშობლიურ ყანჩავეთში.

6 აპრილს ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ 84 წლის სერგო (სერიოჟა) ჯარმელაშვილი გარდაიცვალა. ეზოში, დილით, მეზობლებმა წაქცეული ნახეს.


ფოტოზე: სოფელი ყანჩავეთი, ახალგორის რაიონი

ახალგორის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით დილით წაიყვანეს. ერთი შეხედვით, ინსულტის ნიშნები არ იყო, არც გულის დაავადების სიმპტომები იკვეთებოდა. ადგილობრივმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში ევაკუატორით გადაეყვანათ, რადგან კორონავირუსის ეპიდემიის მიზეზით, თბილისი-ახალგორის დამაკავშირებელი საგუშაგო ჩაკეტილია. თუმცა, პაციენტი გარდაიცვალა.

საუბარია სერგო (სეროჟა) ჯარმელაშვილზე, რომელმაც ოკუპირებული ახალგორის რაიონი სიცოცხლის ბოლომდე არ დატოვა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნახეს. ის ჯანმრთელად და მხნედ გამოიყურებოდა.

ყანჩავეთში რამდენიმე ოჯახი დღემდე დარჩენილია. ყურადღებას ასევე ძმა და ძმის მეუღლე აქცევდნენ, ისინი ამავე რაიონში ცხოვრობენ, ოღონდ მათი სოფელი ყანჩავეთიდან 5-6 კმ-ითაა დაშორებული:

,,სულ ვეუბნებოდით, რომ დარჩენილიყო ჩვენთან და აღარ დაბრუნებულიყო ყანჩავეთში. დედაჩემიც წამოვიყვანეთ, რადგან ავადმყოფობდა უკვე და იქ მისი დარჩენა აღარ შეიძლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეც და შვილებიც აქეთ ვიყავით, მაინც არ დარჩა და წავიდა ყანჩავეთში. აქეთ ვერ ძლებდა, სულ იქ უნდოდა ყოფნა," - გვიყვება ლალი ჯარმელაშვილი.


ფოტოზე: ლალი ჯარმელაშვილი, შვილი

ქალბატონი ლალი ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგია, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ასწავლის.

,,როცა გზა გახსნილი იყო, ხშირად ვახერხებდით მის ნახვას. ჩემი ძმა უფრო ხშირად მიდიოდა მამასთან, თვითონაც მოგვყავდა ცოტა ხნით და მერე ისე ბრუნდებოდა. ბოლოს, ძალიან უნდოდა ჩემი შვილის ნახვა, რომელიც გერმანიაში იყო. ისე ნუ მოვკვდები, რომ არ ვნახოო. თუმცა, ვერ აუსრულდა ეს სურვილი." - ამბობს ქალბატონი ლალი.


ფოტოზე: სერიოჟა ჯარმელაშვილის ბედნიერი წუთები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად

ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ სერგი ჯარმელაშვილი, ყველაზე მეტად, შვილების ოჯახების უნახაობის გამო წუხდა. ერთადერთი რაც აუსრულდა, მშობლიურ ყანჩავეთში დაკრძალვაა. ბავშვობა ობლობაში გაატარა. მამა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპა. ძმასთან ერთად გაჭირვებით გაზარდეს. შრომას და გაჭირვებას მიჩვეული იყო. თუმცა, ვერ ეგუებოდა სხვაგან ცხოვრებას, გარდა ყანჩავეთისა.

,,გული მიკვდება, ვწვები თუ ვდგები, არ მასვენებს მასზე ფიქრები. ხან რას ვფიქრობ, ხან რას, რა მდგომარეობაში იყო, როგორ უჭირდა და იქ არავინ ყავდა. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ გადავარჩენდით. ერთხელ გახდა ცუდად და მაშინაც ვერ ვუშველეთ. ძალიან ჯანმრთელი კაცი იყო. დედაჩემიც რამდენჯერ გადავარჩინეთ, იქ რომ ყოფილიყო, აქამდე ვერ იცოცხლებდა" - გვითხრა ლალი ჯარმელაშვილმა.

ახალგორის გზა 2019 წლის 4 სექტემბრიდან ჩაიკეტა. დროებით 2020 წლის თებერვალში გახსნეს, თუმცა კორონავირუსის გამო, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საგუშგო სრულად ჩაკეტა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, საგუშაგოების ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორში 13 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც თბილისის დახმარება ჭირდებოდათ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით
მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ
დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.



„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე


მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე 8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.


„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე, სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”

ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს, რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”

 

 

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.