რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ზადიანთკარი - გამყოფ ხაზთან
ზადიანთკარი ერთ-ერთი ის სოფელია, რომელიც ორჭოსნის რუსულ სამხედრო ბაზასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. უშველებელი წითელკოშკიანი სამხედრო შენობა განიშნებს, რომ რაც უფრო ახლოს მიდიხარ, უფრო მეტად სახიფათოა შენი გადაადგილება.

ორჭოსანი სოფლის სასაფლაოს ფერდობიდან ხელის გულივით ჩანს. სასაფლაოს ტერიტორია საუკეთესო ადგილია არე-მარეს დასათვალიერებლად. თუმცა, ძალიან ახლოსაა სამხედრო ბაზასთან. ამ დროს, სულ ის მოყოლილი ისტორიები გახსენდება, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები ყვებიან: სამხედროები ,,ავჩარკით"" საიდანღაც გამოხტნენ და წაგვიყვანესო.

ორჭოსანს ამჟამად რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ. ამ სოფელში ჯერ კიდევ 2004 წელს ვიყავით, გაზაფხულზე. მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ სასუქები აიტანა და მოსახლეობას, ყოფილი ფერმის შენობის წინ, დაურიგა. ორჭოსნელები მაშინ ცხელ-ცხელი ხაბიზგინებით გაგვიმასპინძლდნენ. ოსური ხაჭაპურის ნამდვილი გემო მაშინ გავიგეთ.

დღეს კი, სამხედრო ბაზა ზადიანთკარიდან სულ რაღაც 1 კმ-შია. ეს ის ბაზაა, რომელიც ავტობანიდან ღამით გაჩახჩახებული ჩანს. მისგან ქვემოთ, სამხრეთით ქართლის ვაკეზე რაც ხდება, ყველაფერს ამჩნევ.

ზადიანთკარსა და ორჭოსანს შორის მწვანე ბანერი გალეწილი ყანის ფერებშია ჩაკარგული. გამყოფი შავი ხნულიც ზოლივით გასდევს მინდორს. ვერც კი მიხვდებით, რომ სადმე ,,საზღვარია''.

ამიტომაა, რომ ქართული პოლიცია ყარაფილას საპოლიციო საგუშაგოდანვე გამოგვყვა. 15-20 კომლიან სოფლის განაპირებას დადგა და გველოდება, როდის დავასრულებთ მუშაობას. თან ეს ლოდინი გაჩქარებს, რაც შეიძლება მალე დაასრულო გადაღება.

სასაფლაოს გვერდით სასმელი წყლის დიდ ავზს აკეთებენ. მუშები არსად ჩანდნენ. შემდეგ უკვე სოფელში შევედით. ხედავ, ბაღები გამხმარი ხეებითაა სავსე, სასახლკარე ნაკვეთები დაუმუშავებელია. 4 თუ 5 სახლს რომ გავცდით, ეზოს გარეთ მსხდომი მამაკაცები დავინახეთ. აქ უკვე აღარაფერია საშიში.




ფოტოზე: ხედი ზადიანთკარიდან

პირველი, რაც გაინტერესებდა, იმის გაგება იყო, თუ როგორ ცხოვრობს ასეთ პირობებში ადგილობრივი მოსახლეობა. გზას, როგორც ვნახეთ, აკეთებენ, ასფალტი წყლის რეზერვუარამდე  იგება; ბუნებრივი აირის მრიცხველები დამონტაჟებულია; საუბნო ონკანიც დაყენებულია, მაგრამ წყალი არ მოდის:

,,მგონი წყალი უნდა, მიდი მოუტანე" - ოსურ ენაზე გადაულაპარაკეს ერთმანეთს მამაკაცებმა. ერთი 81-წლის აღმოჩნდა, მეორე - უფრო ახალგაზრდა.

- წყალი არ მოდის? - ვკითხეთ.

- წყალი გინდა? მიდი, გამოუტანე სირცხვილია, სტუმარია"" - კვლავ გადაულაპარაკეს ერთმანეთს მასპინძლებმა. ერთ-ერთმა მათგანმა წამოდგომა სცადა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. ფეხები აღარ მემორჩილებაო. ვუთხარით, რომ წყალი არ გვინდოდა, უბრალოდ გვაინტერესებდა, იყო თუ არა სოფელში წყალი. თურმე, მეზობელი სოფლიდან, კოდისწყაროდან ეზიდებიან.

,,ეჰ, რა დრო იყო, ჯარში როცა ვიყავი? ბელორუსში ვმსახურობდი. სულ იმას გვეუბნებოდნენ, 25 მლნ კაცი დაიღუპა სამამულო ომშიო" - გაიხსენა ახალგაზრდობა მასპინძელმა.

80-წლის ასაკის მამაკაცებთან დიალოგი შედგა, მაგრამ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შესახებ; ობლები დარჩენილან პატარები. ამ პატარა სოფლიდან, სადაც 20-მდე კომლი ცხოვრობს, ომში 19 კაცი წასულა.

,,ამ სოფლიდან 19 ბიჭი წავიდა ომში, მხოლოდ, ორი დაბრუნდა. ისეთ გაჭირვებაში გავიზარდეთ, ნუ იტყვი," - გვითხრა ერთ-ერთმა.

- ახალა, როგორ ცხოვრობთ?

- ეჰ, დახმარება მომიხსნეს, 3 წლის წინ. - გვიპასუხა ერთ-ერთმა.

ამ საუბარში გადასაღებ კამერას ვამზადებთ, მაგრამ გვანიშნა, რომ ვერ ვისაუბრებო.

გავარკვიეთ, რომ ვისხედით იმ სახლის წინ, რომლის მეპატრონე საქართველოში არ იმყოფება.

,,ეს სახლი მიტოვებულია, ამის პატრონი წასულია ვლადიკავკაზში. მეზობელი პატრონობს," - გვიპასუხა მაპინძელმა. ,,სააკაშვილმა და გამსახურდიამ გაამგზავრეს,"" - დაამატა მეორემ, იუმორით, მაგრამ მივხვდით, რომ 1990-იან წლებსის კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომს გულისხმობდა.




ჩვენს საუბრის დროს, რამდენიმე მეზობელიც გამოვიდა სახლიდან. მათ შორის, ქალბატონი ზაირა. ვუთხარით, რომ სოფლის მდგომარეობის გასაცნობად ვიყავით სტუმრად.

,,სოფელს ის პრობლემა აქვს, რომ სადმე ვერ წახვალ, თუ შენი ტრანსპორტი არ გაქვს. მარშუტკა მარტო შაბათ დღეს ბაზარზე მიგიყვანს. კვირაობით - გორში, საყიდლებზე... სხვა არ არის ტრანსპორტი. ახლა მე ექიმებთან დავდივარ - ონკოლოგიური პრობლემები მაქვს და გუშინაც ფეხით ჩავედი ტრასამდე, სამი კილომეტრია ტრასამდე, მერე იქიდან თბილისისკენ და გორისკენ დადის ტრანსპორტი. სხვა, ჩვენი ტრანსპორტი არ გვაქვს და მაგიტომ გვაქვს ეგ პრობლემა."" - გვითხრა ზაირა ზადიშვილმა.

ის სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. შვილები წასულები არიან, მათ შორის, ვლადიკავკაზში:

..აღარ არ არის ახალგაზრდობა, წავიდნენ. აი ამ სახლში, რამდენიმე სახლში არიან ახალგზარდები. მოხუცები ვართ სულ და ისინიც სადამდეღა იქნებიან?! წავიდა ბევრი. ცარიელი სახლებიც ბევრია. ზოგი თბილისში წავიდა საცხოვრებლად, ზოგი..."" - გვიყვება ქალბატონი ზაიარა.

სად გავა თქვენი რეპორტაჟიო - გვკითხა. ვუთხარით, რომ ვებ-გვერდზე დაიდება, მაგალითისთვის ყარაფილაში გადაღებული ვიდეო ვუჩვენეთ, სადაც გიორგი ტეხაშვილი საუბრობდა:

,,უი, გოგია ლაპარაკობს? როგორ გულგატეხილია"" - გვეუბნება ქალბატონი ზაიარა, თან ინტერვიუს გვითარგმნის ქართულად.

ქალბატონი ზაირა იმედიანად არის. სოფელში ასფალტს აგებენ, გაზი შემოიყვანეს, წყლის ონკანებსაც ამონტაჟებენ. ფიქრობს, იქნებ დაბრუნდნენ სოფელშიო. თუმცა, სამუშაოს პოვნა გაჭირდებაო.

კიდევ ერთი თემა, რაც ზადიანთკარში აწუხებთ, სარწყავი წყლის უქონლობაა. სწორედ, ამ უწყლოობის გამო, ძირითადად ქერსა და ხორბალს თესავენ:

,,წყალი ცხინვალიდან მოდიოდა. ცხინვალთან რომ აირია ურთიერთობა - აღარ მოგვცეს, თუ როგორ არის რავიცი - აღარ მოდის. მას შემდეგ გვპირდებიან, რომ გამოვუშვებთო, იმედს გვაძლევენ, მაგრამ არ ვიცით როგორ იქნება საქმე."" - ამბობს ზაირა ზადიშვილი
.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.