რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ზაალ დუგლაძემ მეორე ტურში ხმების 91.72% მიიღო
ხაშური-ქარელის ოლქში, არჩევნების მეორე ტურში ზაალ დუგლაძემ ხმების 91.2% მიიღო. 102-ვე უბანზე ხმები დათვლილია და ოფიციალური მონაცემები ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დუგლაძის მხარდასაჭერად უბნებზე 30 602 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო ნატო ჩხეიძეს ხმა - 2 763 მოქალაქემ მისცა.

არჩევნების მეორე ტური 2020 წლის 21 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნებთან სულ 34 464 მოქალაქე მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 33.21%-ია. სულ ოლქში 103794 ამომრჩეველია.

პირველ ტურში კი, მონაწილეობა მიიღო 60 942 - ამომრჩეველმა, ანუ 58.71%-მა.

ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაგო ლაცაბიძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ორი კანდიდატის - ზაალ დუგლაძისა და ნატო ჩხეიძის სახელი და გვარი დახვდა. იმის გამო, რომ ხაშური-ქარელის ოლქში, არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტური დაინიშნა.

როგორც ჩხეიძის შტაბის წევრმა ქარტლი.გე-ს განუცხადა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს. არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ნატო ჩხეიძემ სპეციალური მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე.

რაც შეეხება პირველ ტურს, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ხაშური-ქარელის ოლქში, კენჭისყრაში მონაწილეობა 60 942 მოქალაქემ მიიღო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან" ნატო ჩხეიძემ ხმების 29.62% (17 362) დააგროვა, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ზაალ დუგლაძემ 49.34% (28 918 ).

გაერთიანებული ოპოზიცია თვლის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩეევნები გაყალბდა, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ. ოპოზიციური პარტიების საერთო გადაწყვეტილებით ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს.

ასევე, მათი გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს არ ჩაატარებენ ერთობლივ აქციას და ყველა პარტია ინდივიდუალურად შეიმუშავებს სტრატეგიას.

ოპოზიცია იმასაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებული კანდიდატები პარლამენტში არ შევლენ და ბრძოლას ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ისევ გააგრძელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის მერიამ 2026 წლის 9 თვეში 11 მილიონი ლარი ვერ აითვისა, მაშინ
როცა ტანას ხეობის 10-მდე სოფელი ისევ გზის გარეშეა. ადგილობრივები
ზამთრის მოახლოებას შეშის ბარათებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე
ხვდებიან და შიშობენ, რომ ხეობას მოსახლეობისგან მიზანმიმართულად
ცლიან.
გორის მერიამ 2026 წლის 9 თვეში 11 მილიონი ლარი ვერ აითვისა, მაშინ როცა ტანას ხეობის 10-მდე სოფელი ისევ გზის გარეშეა. ადგილობრივები ზამთრის მოახლოებას შეშის ბარათებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე ხვდებიან და შიშობენ, რომ ხეობას მოსახლეობისგან მიზანმიმართულად ცლიან.
14:04 / 23.11.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურში 2021 წელს მოწყობილი სკვერი
სოფელს მოსწყდა. 2023 წელს ადიდებულმა მდინარე ტანამ ხის
დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია, რომლის ნაკვალევიც დღეს აღარ ჩანს,
ადგილობრივ ხელისუფლებას კი გადასასვლელი ამ დრომდე არ აღუდგენია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურში 2021 წელს მოწყობილი სკვერი სოფელს მოსწყდა. 2023 წელს ადიდებულმა მდინარე ტანამ ხის დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია, რომლის ნაკვალევიც დღეს აღარ ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებას კი გადასასვლელი ამ დრომდე არ აღუდგენია.
13:00 / 23.11.2026
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალური ცნობით, ტემპერატურის
კლებისა და მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს
დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ
საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ
შეუწყდებათ.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალური ცნობით, ტემპერატურის კლებისა და მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო. შესაბამისად, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ.
11:58 / 23.11.2026
გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ
ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან. ისინი იმ 232
ადამიანს შორის მოხვდნენ, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის
დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან. ისინი იმ 232 ადამიანს შორის მოხვდნენ, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
11:44 / 23.11.2026
„სოკარ გაზის“ ქარელის ფილიალის მენეჯერი, გივი ბუზიაშვილი სოციალურ
ქსელში წერს, რომ ბუნებრივი აირის გათიშვა გაზაფხულამდე გადაიდო.
თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არც კომპანიას და არც გაზის
ტრანსპორტირების კომპანიას არ გაუვრცელებია.
„სოკარ გაზის“ ქარელის ფილიალის მენეჯერი, გივი ბუზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბუნებრივი აირის გათიშვა გაზაფხულამდე გადაიდო. თუმცა, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არც კომპანიას და არც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას არ გაუვრცელებია.
11:37 / 23.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.